“ბარსელონამ”, გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჩავი ერნანდესის მოსვლის შემდეგ, საგრძნობლად მოუმატა, რაც როგორც თამაშის ხარისხზე, ისე შედეგებზე აისახა.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც “ბარსა” ჩავიმ ჩაიაბარა, კატალონიელებმა ლა ლიგაში 37 ქულა მოიპოვეს, რაც გათამაშების ლიდერის – “რეალის” მაჩვენებელზე მხოლოდ 2-ით ნაკლებია, თანაც, “ბლაუგრანას” 1 მატჩი თადარიგში აქვს.
გარდა ამისა, “ბარსელონას” შეხვედრაში საშუალოდ გატანილი გოლებით უკეთესი პროცენტული მაჩვენებელი აქვს – კატალონიელებს საშუალოდ 2.31 ბურთი გააქვთ.
“ელ კლასიკოში” “რეალის” 4-0 დამარცხების შემდეგ “ბარსა” 28 ჩატარებული მატჩში მოპოვებული 54 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება.

სხვათა შორის ლა ლიგის მოგებას გემო დაუბრუნდა;
ბერნაბეუზე 4:0 უკვე სერუიოზული თემაა
კარგად მახსოვს, ჩავი რომ მოვიდა ანჩელოტს პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, რას ფიქრობთ ჩავის მწვრთნელად დანიშვნაზეო და ასე უპასუხა: ,,არ ვიცი, ბარსას ჩვენს კონკურენტად არ განვიხილავთო"!!!
=== მე რომ ჟურნალისტი ვიყო, დღეს ზუსტად იგივე კითხვას დავუსვავდი!!!
ჩავი ჩემთვის უკვე არის მსოფლიოში საუკეთესო რაც მან ამ მცირე დროში და ამ შემადგენლობით გააკეთა ეს სასწაულია ბარსა დაბრუნდა მისი ულამაზესი ფეხბურთით და ერთი სიამოვნებაა მათი ყურება ჩავი ბარსას გულია და მჯერა კიდე დიდ ხანს მოანიჭებს ქომაგებს სიხარულს და სიამოვნებას.
სადღაც მეც მაგის იმედი მაქვს, რელას ორი თამაში აქვს სათამშო მინიმუმ ლიგაზე, თან ორივე მატჩის წინ ძალების დაზოგვაზე იმუშავებენ, პირველი მატჩი თუ წააგეს მეორეზე მოსამზადებლად მითუმეტეს გადაიკლავენ თავს, ჩელსი ბაიერნი ან სიტი არაა და ამიტომ პირველი თამაში რომც მოიგონ რეალს მეორე თამაშში მაინც ექნება საბრძოლო სავარაუდოდ, სადღაც ერთი-ორი ფრეც იქნებ გააგორონ და კი წამოვეწევით. მაგრამ იმის გარანტიც არაა რომ ბარსა დარჩენილ თამაშებში ერთ ქულასაც არ დაკარგავს, პლიუს ამას რეალის მსგავსად ჩვენც დაგვჭირდება ძალების დაზოგვა ევროპა ლიგისთვის, ეს თავისთავად ამცირებს შანსებს, მაგრამ აი გუშინ გამოჩნდა რომ რეალზე მრავალფეროვანი და შევსილი შემადგენლობა გვყავს და აწი მწვრთნელებზეა ყველაფერი დამოკიდებული, ჩავის იმედი კიდე რომ არ გვქონდეს არ იქნება სწორი.
ალექსანდრე გეგეჭკორი,
Მეც მაგას ვფიქრობ, ორ ფრონტზე ვერიბრძოლებენ, ლალიგაში უეჭველი დაკარგავენ ქულებს.
ხალხო დავიჯერო ასეთი წარმოუდგენელია ,რომ რეალმა სამი თამაში წააგოს და ჩვენ ყველა მოვიგოთ? გუნდი ისეთ ფორმაშია არ გამიკვირდება თუ ჩემპიონატს ბოლო წამამდე დავძაბავთ, რა იცი რა ხდება 🤣🤣
გოლების შეფარდებას რო ვუყურებ არ მჯერა, კუმანის დროს ყველას ჩვენნაირი შეფარდება ჰქონდა. მიდი ჩავი, მიაწექი! ))
ლა ლიგა გაბანძდა ძალიან თორემ, ეს რეალი არაფერი გუნდი არაა, ითამაშებენ პრემიერ ლიგის გუნდებთან ( ამ შემთხვევაში ჩელსისთან) და ნახეთ მერე რაც მოხდება 😁 ამას ზიზღის გამო არ ვამბობ უბრალოდ რეალი სხვა გუნდების ფონზე ჩანს კარგი და იდეაში არ იმსახურებს ტიტულს
ამ ცხრილიდანაც ჩანს, ახლა სევილიას სახლში თუ მოვუგებთ, მე კი მგონია რო მოვუგებთ, ეს უკვე მე-2 ადგილი იქნება და დარწმუნებული ვარ ვეღარც დაგვეწევიან. ეს კი ახალ სეზონში სუპერთასზე გასვლაა. დამატებით სხვა ტურნირებისა.
მესის მემგონი რომც უნდოდეს და იყოს შანსი ლაპორტა აღარ დააბრუნებს.. ლაპორტა რისკიანი კაიცა.. გაუშვა უკვე ერთხელ და შეეგუა ხალხი და მეორე წრეზე აღარ წავა როცა მითუმეტეს ახალი გუნდი შენდება.. ჩავისაც შეიძლება დიდად არ უნდოდეს ამხელა ავტორიტეტი გუნდში. თან მესის დიდად სირბილი არ უყვარს.. ჩავის ბარსლეონა კიდე პრესინგზეა აგებული.მესი რომ ნახევარდაცვაში უკან დაწიოს მაგაზე კარგად ვინ დაიკავებს ბურთს მაგრამ ერთია როცა ბურთი არ გვექნება მაშინ რას იზამს. თან უკვე ერთი გარანტირებული ძირითადის ადგილია დაკავებული ნახევარდაცვაში და მოაკლდება ახალგაზრდებს დრო. აქ საქმე იმაშია რომ ფეხბურთი ცოტა მეტია ვიდრე უბრალოდ კარგი სეზონი და შედეგები. მესი რომ სიტყვაზე კარგი მაგარი ფეხბურთელი იყოს პროსტა რომლებიც ბევრი ყოფილან ბარსელონაშიც და სხვაგანაც ხო მაგრამ მესები პელეები მარადონები და რონალდოები სულ არ იბადებიან.. მითუმეტეს ჩვენთვის მესი ყველა დროის საუკეთესოა…ხოდა ფეხბურთი ისტორიაა და ლამაზი ისტორიები ამშვენებს.. მესის და ბარსლეონას ისტორიას უფრო გაიხსენებენ წლების მერე ვიდრე ახლანდელ სეზონებს… ხოდა დიდი ლაქა აქვს უკვე ამ ისტორიას და მე პირადად გამოვასწორებინებდი ოდნავ მაინც.. დაბრუნდეს შევხედავთ როგორ ითამაშებს..1 წელი იქნება 2 თუ რამდენიც იქნება ითამაშებს. მერე მთელი კამპნოუ დიდი ზარზეიმით გააცილებს და წავიდეს თუნდაც უკან არგენტინაში და მერე თანამდებობაზე დაბრუნდეს უკან. აი რაღაც ასეთია საჭირო მესისთვის. ჩვენიანია… კულეა… მაგასთან ერთად გავიზარდე და პარიზის უთავმოყვარეო ტიპებთან არ უნდა ატარებდეს ბოლო წლებს მინდორზე. კამპნოუა მისი სახლი.
მესის დაბრუნება მგონი რო მართლა უკვე აღარაა საჭირო, ახალი გუნდი შენდება და ეს პროცესი დაწყებულია.
აი ეხლა სევილიას თუ მოვუგეთ მერე უკვე არ მგონია ვინმემ გააჩეროს