workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონას ფეხბურთელები ეროვნულ ნაკრებებში

ბარსელონას ფეხბურთელები ეროვნულ ნაკრებებში

21 მარტს სანაკრებო პაუზა იწყება და ბუნებრივია, საკუთარ ეროვნულ ნაკრებებს “ბარსელონას” ფეხბურთელებიც შეუერთდებიან.

ესპანეთის ნაკრებში ჟორდი ალბას, ერიკ გარსიას, პედრის, გავისა და ფერან ტორესს უხმეს. ფურია როხა 26 მარტს ალბანეთს, 29 მარტს კი ისლანდიას უმასპინძლებს.

მარკ-ანდრე ტერ შტეგენი გერმანიის ნაკრებში გამოიძახეს. ჰანსი ფლიკის გუნდი 26 მარტს შინ ისრაელს, 29 მარტს კი ნიდერლანდებს დაუპირისპირდებიან.

ნიდერლანდების ნაკრებში მემფის დეპაი და ფრენკი დე იონგი გამოიძახეს, ლუკ დე იონგისთვის კი ადგილი არ მოიძებნა. “ნარინჯისფრები” 26 მარტს დანიას, 29 მარტს კი გერმანიას უმასპინძლებენ.

რონალდ არაუხო ურუგვაის ნაკრებს დაეხმარება. სამხრეთ ამერიკელები 24 მარტს პერუს უმასპინძლებენ, 29 მარტს კი სტუმრად ჩილეს ეთამაშებიან.

მაროკოს ნაკრებმა აბდე ეზალზულის უხმო. აფრიკელები 25 და 29 მარტს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის გუნდს ორჯერ დაუპირისპირდებიან.

ეროვნულ ნაკრებში სერჟინიო დესტსაც დაუძახეს. ამერიკის შეერთებული შტატები 25 მარტს მექსიკას ეწვევიან, 28 მარტს კი შინ პანამას მიიღებენ.

21 წლის ფეხბურთელის ტრავმის სიმძიმე ჯერ დადგენილი არაა, თუმცა ნავარაუდევია, რომ ის მალე ვერ დაბრუნდება და დიდი ალბათობით, გრეგ ბერჰალტერს მისი განაცხადიდან მოხსნა მოუწევს.

ბრაზილიის ნაკრებმა “ბარსელონას” 38 წლის უკანახაზელი, დანი ალვესი გამოიძახა. საფრანგეთის ნაკრებმა კი განაცხადში უსმან დემბელესა და კლემან ლანგლეს შეყვანა საჭიროდ არ ჩათვალა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • nika 54
    schedule 19 მარ 2022, 13:29

    იმედია ჯანმრთელები დაგვიბრუნდებიან.

  • Zura Gviniashvili
    schedule 19 მარ 2022, 11:15

    მორიბამ ფულის გამო როგორ გაიფუჭა კარიერა. როცა ბარსრლონაში იყო თითქმის პედრისავით მსღალ დონეზე თამაშობდა პლიუს ნაკრებშიც ყავდათ ეხლა ვინმეს ახსოვს საერთოდ?

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 18 მარ 2022, 17:24

    მინგესაც გამოიძახონ ერთხელ

  • Barca_MNS
    schedule 18 მარ 2022, 17:23

    გავი და პედრი რო დაასვენონ გამისწორდება :/

  • Albicelecte
    schedule 18 მარ 2022, 16:56

    აბდე მიწაზე დაეშვა როგორც ჩანს barca-6

  • serafime
    schedule 18 მარ 2022, 16:41

    რამდენს ლაპარაკობენ ამოიღონ აწი ეს ბურთები

    ლაიფციგი ატალანტა დაჯდა კარგია

  • ბართომეუს ბოტი
    schedule 18 მარ 2022, 16:21

    ბუსკეტსს რატო ტოვებს კე პასოო ენრიკე?
    მეგონა პუჩს და მინგესასაც მიეცემოდა შანსი.
    რობერტო გასაგებია ტრავმა აქვს.

  • serafime
    schedule 18 მარ 2022, 16:19

    მთავარია არ გაგვეტრამვოს ფეხბურთელები, იქეთ სევილიასთან მოგებაა საჭირო .