დიდი ხანია, “ბარსელონა” სამუელ უმტიტის გუნდიდან გაშვებას გეგმავს, მაგრამ უშედეგოდ.
“ბლაუგრანას” ამის კარგი შანსი იანვარში ჰქონდა, როდესაც “არსენალთან” ფეხბურთელის იჯარაზე თითქმის ყველაფერი შეთანხმებული იყო, მაგრამ ტრანსფერი უმტიტის მორიგმა ტრავმამ ჩაშალა.
ეჭვგარეშეა, კატალონიელები ფრანგი ცენტრალური მცველის გაშვებას ზაფხულშიც შეეცდებიან, თუმცა კლუბში პესიმისტურად არიან განწყობილნი. ამის მიზეზი სამუელის ფიზიკური მდგომარეობაა, რომლის გამოც მიმდინარე სეზონში მან მონაწილეობა მხოლოდ ერთ თამაშში მიიღო.
უმტიტიმ “ბარსასთან” კონტრაქტი მიმდინარე წლის იანვარში გაახანგრძლივა. მიზეზი ხელფასის შემცირება იყო, რისი წყალობითაც კატალონიელებმა ფერან ტორესის ლა ლიგაში დარეგისტრირება შეძლეს.
უმტიტი, რომელიც ერთ დროს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მცველად მიიჩნეოდა, ახლა მხოლოდ 2 მილიონ ევროდაა შეფასებული.
ეს რა მოუშორებელი შავი ჭირია.
უნდა მიგვეცა დრო იქნებ ტრავმაც არიდებოდა. ზაფხულში დატვირთონ კარგად და პრესეზონზე ათამაშონ იქნებ წაიღოს ვინმემ
ეს ხო ვერ გავუშვით რაა
2 მილიონად კია შეფასებული, მაგრამ ვის რათ უნდა, ან გგონიათ ეს წავა დაბალი დონის გუნდში. ამბობდა ისეთი გუნდი მინდა რო ლიგაზე თამაშობდესო.
სირთავა კუმანს რო ეთამაშებინა რიცა კარგად იყო რამეს დაემზგავსებოდა მისი თამაში და მსურველიც გამოჩნდებოდა. თან იმ ფონზე რო ლენგლე უსაზიზღრესი იყო წინა სეზონში
არადა თავის დროზე ძალიან კლასნი იყო და ამას რომ თავის ძველი ფორმა დაებრუნებია ეს და არაუხო კარგა ხანს იქნებოდა ერთერთი საუკეთესო დუო მსოფლიოში
დესტისა და პიკეს ტრავმაზე ხოარ არის ახალი ინფოები??
გაასხმევინეთ,კულიბალია მკსაყვანი მაგრამ რამდენად გამოვა ეგამბავი არ ვიცი,რეალიდან მბაპე ჰალანდი და ის ზანგი რო შეგვიტევს მომავალ წელს წარმოდგენა არ მინდა ჩვენს უმაქნის დაცვას რადღეში ამყოფებენ,კულიბალის კი ნებისმიერი შემტევის გაჩერება შეულია
ეს ხო ვერ მოვიშორეთ რა შეგვეტენა ამისთანა
რისთვისაა გუნდში? არაფრის კეთებაში იღებს მილიონებს, სათამაშო დრო საერთოდ არააქ, თან ვინ წაიყვან თუ არ ითამაშა, მაგრამ როცა თამაშობს კატასტროფაა