იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ საკუთარ პოდკასტში მიმდინარე სატრანსფერო სიახლეები მიმოიხილა და “ბარსელონასთან” დაკავშირებულ ფეხბურთელებზეც ისაუბრა.
ერლინგ ჰოლანდი
წყაროს ცნობით, დორტმუნდის “ბორუსიას” ვარსკვლავისთვის ბრძოლაში მანჩესტერ “სიტი” და მადრიდის “რეალი” ლიდერობენ. “ბარსელონას” მათთვის ფინანსური კუთხით კონკურენციის გაწევა არ შეუძლია. კატალონიურმა კლუბმა 21 წლის ფეხბურთელი სპორტულ პროექტში დარწმუნება ცადა.
ფრანკ კესიე
მხარეებმა გუშინ გამართული მოლაპარაკებებისას სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს. პროცესი კარგად ვითარდება და მხარეები ტრანსფერის დასრულებასთან ერთ ნაბიჯში არიან. კოტ დ’ივუარელის ხელფასი 6.5 მილიონი ევრო იქნება.
ნუსაირ მაზრაუი
“ბარსელონა” მაზრაუისთვის ბრძოლას ლიდერობს. კატალონიური კლუბი მაროკოელს ხელფასის სახით 5 მილიონ ევროს სთავაზობს, მიუნხენის “ბაიერნი” კი ამ თანხის გადახდისთვის მზადა არაა. თავად ფეხბურთელსაც ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურის მორგება სურს.
რაფინია
“ბლაუგრანა” “ლიდს იუნაიტედის” 25 წლის გარემარბის შეძენით სერიოზულადაა დაინტერესებული. თავად ბრაზილიელიც “კამპ ნოუზე” თამაშით ბედნიერი იქნებოდა. რაფინიას აგენტი “ბარსელონას” ლეგენდა, დეკუა, ვისთანაც კლუბს კარგი ურთიერთობა აქვს.
მოჰამედ სალაჰი
სალაჰი ლა ლიგაში გადასვლას არ გეგმავს – მას მიმდინარე სეზონში “ლივერპულის” დატოვება საერთოდ არ სურს. ეგვიპტელი შესაფერის ანაზღაურებას ითხოვს. ამჟამად კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შეჩერებულია, ყველაფერი ინგლისური კლუბზეა დამოკიდებული.
მემფის დეპაი
“ტოტენჰემი” ნიდერლანდელი ფეხბურთელის ტრანსფერზე არ მუშაობს. ლონდონურ კლუბს “ბარსელონასთვის” შეთავაზება არ გაუკეთებია.
რაფინიას აგენტი "ბარსელონას" ლეგენდა, დეკუა, ვისთანაც კლუბს კარგი ურთიერთობა აქვს.
და რა მნიშვნელობა აქვს, რო დეკუს ყოფილ გუნდთან კარგი ურთიერთობა აქვს? ხელფასს დააკლებინებს?
სალაჰი კაი იქნებოდა, მაგრამ თუ არ მოვა არაუშავს
კესი და სალაჰი არ მოათრიონ ოღონდ და სულ ნურავის მოიყვანენ
აი ჩემი გადმოსახედიდან ძაან მკიდია ჰალანდს დაითრევენ თუ არა, მოყვანაშიც და ვერ მოყვანაშიც ვხედავ მოსალოდნელ პლიუსებს და მინუსებს. კოშმარი იქნება რეალი თუ დაითრევს, მითუმეტეს მბაპეს ამოუყენებს, მაგრამ ისტორია გვამცნობს, რომ რამდენჯერაც რეალი გალაქტიკოს შეკრავდა იმდენჯერ ცხვირით ახოხებდა ბარსა კლასიოკოებში, იმას იქეთ კიდევ გუნდზეა დამოკიდებული ყველაფერი.
რაფინია კარგი ფეხბურთელია, ტექნიკაც კარგი აქვს და დარტყმაც, მაგრამ არჩევანზე თუა საქმე ენტონი უკეთესია და იმედია დაითრევს ბარსა, საერთოდ არ მინდა ისე სალაჰი, კია ტოპ 3 ში ახლა მაგრამ ლა ლიგა სულ სხვაა და ალბათ ვერ გაამართლებს, თან ეგ ლივეს გარდა ყველგან ჩასვრილი იყო, ჰოლანდი თუ ბარსაში არა მაშინ იმედია სიტიში წავა, და წავა ალბათ, ამ ეტაპზე პრემიერ ლიგა ლა ლიგაზე ბევრად მაღლა დგას
აქედან ყველაზე კაი ვარიანტი რა თქმა უნდა ჰალანდია მაგრამ ეგ და მბალე რეალშია ამიტო კესის დათრევა მგონია მაგარი ამბავი,ვინც იცით მისი სათამაშო სტილი დამეთანხმებით,ფიზიკურად ძლიერია,კარგი ოასით და დარტყმით და ჭკვიანია რაც მთავარია
სალაჰი თუ გაიყიდა უეჭველი უნდა მოიყვანონ , ჰალანდი არ გვინდა მაგის ფულისტი… მასეთი ფეხბურთელები არ გვჭირდება
კრისტენსენის ტრანსფერი დახურეს უკვე ?
ეს რაფინია არაა ცუდი როჟა ისე, პროსტა ლიდსი სხვაა და ბარსა სხვაა.