“ბარსელონამ” “გალათასარაისთან” ნულოვანი ფრე ითამაშა და ევროპა ლიგის 1/4 ფინალში გასასვლელი გზა გაირთულა.
აღსანიშნავია, რომ “ბლაუგრანამ” გოლის გატანა 7 დეკემბრის შემდეგ პირველად ვერ მოახერხა. მაშინ კატალონიური გუნდი “ალიანც არენაზე” “ბაიერნთან” 0-3 განადგურდა, რის შემდეგაც ზედიზედ 16 შეხვედრა მოედანს გოლის გარეშე არ ტოვებდა.
“ბარსელონასა” და “გალათასარაის” მეორე თამაში 17 მარტს სტამბოლში გაიმართება.

დასვენება უნდოდა ბუსკეტსის და სხვების მაგრამ, ეს ნიკო არ არის ჯერ ძირითადის, ელემენტარული პასი ვერ გააკეთა წესიერად.
არაუშავს შემდეგ თამაშში იმედია უფრო გახსნილი იქნება გალა და სივრცეც ნეტუ იქნება
ჩემი აზრით ჩავიმ ნაადრევად ირწმუნა რო გუნდი გოლეადორებით იყო სავსე. და არც ბუსკეტსის დატოვება არ იყო სწორი თადარიგში.
რა ზედმეტ პანიკებშია ხალხი ბაიერნმა ბოხუმთან წააგო 5-0 5 ით 0 მეინ სასტავით და რა მერე ბანძი გუნდია ბაიერნი?
10 კაცით დაცვაში იყვნენ და გინდ ავტობუსი დაარქვით და გინდ კამაზი, საბოლოოდ ანტიფეხბურთის წინააღმდეგ ყველას უჭირს თამაში, ხოდა ამ ერთი ფრის გამო ჩავის მწვრთნელობა და გუნდის სიძლიერე რომ დააყენეს ეჭვის ქვეშ ეგ არის უდიდესი მარაზმი, ტეხავს ასეთი ფანობაც რომ არსებობს😕
არაფერია ყურებჩამოსაყრელი, ავტობუსი ითამაშეს და მეკარემ რამდენიმე მაგარი სეივი დადო, 1 სასწაულად არ გავიდა ფრენკის დარტყმული, განმეორებითში მინიმუმ 3 შეაგდებენ ბიჭები;
ინაკი პენია არ არის გასაშვები, ძალიან ძლიერი მეკარეა