workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა ზაფხულში მემფისისა და ბრეითუეიტის გაშვებას შეეცდება

ბარსელონა ზაფხულში მემფისისა და ბრეითუეიტის გაშვებას შეეცდება

“ბარსელონა” ზაფხულში შემადგენლობის გაძლიერებასთან ერთად, მის გადახალისებაზეც იზრუნებს.

ტონი ჟუანმარტის ინფორმაციით, კატალონიური კლუბი მემფის დეპაისა და მარტინ ბრეითუეიტის გასხვისებას შეეცდება. დიდი ალბათობით, გუნდიდან ლუკ დე იონგიც წავა, რომელსაც იჯარა სეზონის ბოლოს უმთავრდება. ამასთანავე, საინტერესო იქნება, გადაწყვეტს თუ არა “ბარსელონა” ადამა ტრაორეს შენარჩუნებას.

მემფისს “ბარსასთან” კონტრაქტი 2023 წელს ეწურება, ბრეითუეიტს კი – 2024 წელს. როგორც ჩანს, კლუბი მომდევნო სეზონისთვის მათ ყოლას მნიშვნელოვნად აღარ მიიჩნევს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (12)

  • me da barca
    schedule 10 მარ 2022, 00:52

    ნუთუ ამ ორში ერთად 30 მილიონს ვერ გაჩარხავენ?!

  • nika 54
    schedule 09 მარ 2022, 15:38

    ეს გეგმები ზაფხულამდე კიდევ გადაიხედება ხო ცხადია. არავინ არ იცის მოიყვანენ თუ არა ჰოლანდს, დაბრუნდება თუ არა ფატი, და საერთოდ რა იციან დაზუსტებით ზუსტად ღმერთმაც არ იცის. ისიც არ ვიცით იმ კონტრაქტებს მოაბამს თავს ლაპორტა ცვც-თან და სპორტფაისთან რო აპირებს. ანუ არაფერი არ არის ჯერ გასაგები და ჩვენ აქ ვკითხაობთ. ბრეითვეიტი რატომ მოიყვანეს გახსოვთ? ხოდა ვინ იცის კიდევ რა მოგველის.

  • Bakero
    schedule 09 მარ 2022, 14:13

    სკამიდან დეპაიზე უკეთესი დღეს ვინ გვყავს ? არავინ დეპაის რომ უშვებთ ვის ტოვებთ მერე ეზალზულს და ჟუტგლას? joy joy joy

  • La Pulga10
    schedule 09 მარ 2022, 11:46

    დღევანდელი შემტევებიდან:ლუკ დე იონგი,ბრაითვაიტი,დემბელე და დეპაი-Out.ობამა,ტრაორე,ტორესი,ფატი-Stay.ჰოლანდი-In.

  • Albicelecte
    schedule 09 მარ 2022, 02:59

    ნუ დეპაი კიდევ შეიძლება რომ დატოვო კაცმა;
    აი ბრაითა უკვე ბოლომდე ამოვარდა სასტავიდან, ანსუ ოდესმე ხომ დაბრუნდება? 9-იანზე სერიოზული კონკურენცია დაიდება
    სკაიუოკერი ალბათ წავა დიდი ალბათობით

  • nikusha
    schedule 09 მარ 2022, 00:10

    დეპაის უდევს პუნქტი რომ 1 წლით გახანგრძლივება შეიძლება და ამ ეტაპზე (ამ ზაფხულს) მე არ გავუშვებდი საჭირო კაცია როტაციისთვის + ფატი კიდევ რომ დაიტრამვოს

    ლუკი + დემბელე + ბრაითა -მიდიან. მარტინის დატოვებას უკვე აზრი აღარ აქვს.

    დეპაის გაშვება კარგ ფასად თუ გაუხანგრძლივებენ მომავალ ზაფხულშიც მოჟნა თან ორნიშნულიან გოლს მხოლოდ ეგ აცდა ამ მომენტისთვის, კუმანის დროს ეგ იყო ლიდერი გუნდის და უამრავი ქულა გადაურჩენია, ასე რომ მე მემფისის გაშვებას არ ვემხრობი! დაჟე ჰოლანდიც რომ მოიყვანონ მაინც არ მემეტება გასაშვებად ამ მომენტისთვის. კი ტრამვის დროს ბევრი გაუცდა მაგრამ მაინც ვეწინააღმდეგები ლომის გაშვებას

  • M10 S9 D11
    schedule 09 მარ 2022, 00:07

    დეპაი დასატოვებელია

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 08 მარ 2022, 23:46

    დეპაის ხელი არ დაედოს

  • EL MAESTRO 6
    schedule 08 მარ 2022, 23:45

    ეს ახლა არაა სამართლიანი, ბრაითა კიდევ ხო მაგრამ დეპაი უფასოდ მოვიდა, ხელფასიც დაიკლო და დღემდე ბოლმარდირია, ეგ რომ არა ახლა ოთხეულში არ ვიქნებოდით, ძაან ბევრი მნიშვნელოვანი ქულები გადაგვირჩინა და მომავალ წელს როტაციაში მშვენიერი იქნება, თან დემბელე მიდის, ლუკი მიდის, ტრაორეზე არ იციან ჯერ, ხოდა გვრჩება 33 წლის ობამა, ტრამვიანი ფატი და ელამი ტორესი, რავი ასეთი ხალხის გაშვება არ ღირს ამ ეტაპზე

  • Memphis Depay
    schedule 08 მარ 2022, 23:27

    მემფისი არ მემეტება 😐

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 08 მარ 2022, 23:22

    კაით რაა, ლუკს უშვებენ, ბრაიტვეიტს უშვებენ, დეპაის უშვებენ, ადამას არ იტოვებენ. ტრამვიანი ფატის და აბდე ეზალზულბულბულის იმედზე არიან😑😑

  • Barca_MNS
    schedule 08 მარ 2022, 23:13

    ჩემზე ჭკვიანები არიან მანდ მაგრამ ამას გავუხანგძლივებდი კონტრაქტს და მერე გავიყვანდი გასაყიდად რო რამე. პრაქტიკა აჩვენებს, რომ 1 წელი ლოდინი ურჩენვიათ გუნდებს ვიდრე გამოსყიდვა. პს. მაგრამ ეს უფასოდ გვაქ დათრეული თავის დროზე და რავიცი აბა, ღირს პრიდაპირ გაყიდვაც რო რამე მაგრამ გამოვიყენოთ სანამ გვყავს რამეში