workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
შესაძლოა, ბარსელონამ ასპილიკუეტას ტრანსფერში ფული გადაიხადოს

შესაძლოა, ბარსელონამ ასპილიკუეტას ტრანსფერში ფული გადაიხადოს

“ბარსელონას” სესარ ასპილიკუეტას თავისუფალი აგენტის სტატუსით დამატება სურს, თუმცა, შესაძლოა, მის სანაცვლოდ თანხის გადახდამ მაინც მოუწიოს.

მიუხედავად იმისა, რომ ესპანელს კონტრაქტი სეზონის ეწურება, “ჩელსის” გარკვეული რაოდენობის მატჩის ჩატარების შემდეგ მისი ცალმხრივად, ერთი წლით გახანგრძლივების უფლება აქვს. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსა” იძულებული იქნება, “ლურჯებთან” მოლაპარაკებები გამართოს, რათა ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიოს. თუ ლონდონური კლუბი აღნიშნულ უფლებას გამოიყენებს, “ბლაუგრანას” ასპილიკუეტას სანაცვლოდ თანხის გადახდა მოუწევს.

32 წლის ფეხბურთელს ლა ლიგაში დაბრუნება სურს, თუმცა არც “სტემფორდ ბრიჯზე” დარჩენის წინააღმდეგი იქნება. მას “ჩელსისთან” კარგი ურთიერთობა აქვს და კლუბს არაფერს აიძულებს. “ბარსელონა” კი მოიცდის, რათა მოლაპარაკებებში წარმატებას მიაღწიოს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (10)

  • nika 54
    schedule 08 მარ 2022, 15:11

    არა მგონია ესეთი წუწკები იყვნენ რო თითქმის პენსიონერს კიდევ ერთი წელი შეახსენონ და დატოვონ ან ფული მოთხოვონ. ამან ხო უარი თქვე პრემიერლიგის გუნდებში გადასვლაზე რომ ჩელსის არ ავნოს,მაშინ დარჩება და იქვე განაგრძობს ერთი წლის შემდეგ სხვა გუნდში თამაშს ეგ მოეწონებათ?

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 08 მარ 2022, 14:23

    ციტატა: 《○BIG ĆULE○》
    ისე კაეინი კარგ ფორმაში შევიდა ისევ და თუ ჰოლანდი არა ეგ მაინც მოვიყვანოთ თან სუარესივითაა, პასებს ძაან მაგარს არიგებს, მოძრავიცაა, დარტყმა ხო მშვენიერი აქ და თან ძაან არც ძაან ძვირი იქნება და ხელფასს ჰოლანდისნაირს არ მოითხოვს, ასევე ჰოლანდში რაც არ მომწონს ისაა რომ ტრამვიანია და აშკარაა რომ მისთვის ბარსა სათადარიგო ვარიანტია და სადაც ფულს გადაუხდიან იქ წავა, მე კი ეგეთი ხალხი არ მევასება ნამდვილად


    კეინი თან 27 წლისაა მხოლოდ

  • EL MAESTRO 6
    schedule 08 მარ 2022, 14:17

    ისე კაეინი კარგ ფორმაში შევიდა ისევ და თუ ჰოლანდი არა ეგ მაინც მოვიყვანოთ თან სუარესივითაა, პასებს ძაან მაგარს არიგებს, მოძრავიცაა, დარტყმა ხო მშვენიერი აქ და თან ძაან არც ძაან ძვირი იქნება და ხელფასს ჰოლანდისნაირს არ მოითხოვს, ასევე ჰოლანდში რაც არ მომწონს ისაა რომ ტრამვიანია და აშკარაა რომ მისთვის ბარსა სათადარიგო ვარიანტია და სადაც ფულს გადაუხდიან იქ წავა, მე კი ეგეთი ხალხი არ მევასება ნამდვილად

  • Don_Andresito
    schedule 08 მარ 2022, 14:11

    ციტატა: Iniesta_8
    10 მილიონს მაინც აგვახევენ მარა არაუშავს, დღევანდელ ფეხბურთში 10 ლიმონი არაფერია.


    33 კაცში 1 წელი რო აქვს კონტრაქტი 10?არავინ მოითხოვს. ბარსასთვის ადრე არ იყო ეგ ფული არაფერი თორე ახლა.. თუ ეგრე ქნეს დავიკიდოთ ასპი და მაზრაუის მივაწვეთ.

  • serafime
    schedule 08 მარ 2022, 13:15

    მეც ვირუს მიგდებს საიტს აქვს მემგონი. სხვა საიტებზე არშვება ასე

  • Iniesta_8
    schedule 08 მარ 2022, 12:23

    10 მილიონს მაინც აგვახევენ მარა არაუშავს, დღევანდელ ფეხბურთში 10 ლიმონი არაფერია.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 08 მარ 2022, 12:15

    მაქსიმუმ 5-10 მილიონი იყოს გადასახდელი და უეჭველი მოსაყვანია❤️ მაზრაუი არ გვჭირდება და დესტი დასატოვებელია,პროგრესი აქვს,ახლა არ აფუჭებს არაფერს,მერე გაკეთებასაც დაიწყებს ❤️

  • EL MAESTRO 6
    schedule 08 მარ 2022, 12:10

    ციტატა: CHEPE
    საიტზე რომ შემოვდივარ რაღაც ვირუს მიგდებს მარტო ბარსამანიაზე ყველა ბრაუზერით და რახდება თქვენთანაც აგდებს ასე?? გუშინ დამიწყო ამოგდებები და საიტზე ვერ შემოვდივარ


    ერთხელ მეც ამომიგდო, თან ეგეთი ვირუსები სხვა საიტებზეც შემხვედრია და სულ ერთიდაიგივეა

  • lesane C
    schedule 08 მარ 2022, 11:55

    ციტატა: Griezzy7
    უეჭველი მოსაყვანია. დესტის არ მჯერა რა, კი იძახით მოუმატაო მაგრამ იმით მოუმატა რომ არაფერს არ აშავებს თორე კარგსაც არაფერს აკეთებს.

    დანი კიდე ძალიან დაგვიჩაგრეს სისწრაფეში.


    რავი მაზრაუისაც დაეჩალიჩებიანო და ამაში კიდე ფულის გადახდა უაზრობა იქნება, თან 4 მარჯვენა მცველი ზედმეტი იქნება

  • La Pulga10
    schedule 08 მარ 2022, 11:32

    თუ გამოიყენეს ეგ პუნქტი,არც გადმოვა ჩვენთან,რატომ უნდა დაიხარჯოს ფული.