workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონაში ლეო მესის დაბრუნების საკითხს მალე განიხილავენ

ბარსელონაში ლეო მესის დაბრუნების საკითხს მალე განიხილავენ

ესპანელი ჟურნალისტი, სიკე როდრიგესი La Porteria-სთან ინტერვიუში “ბარსელონას” გულშემატკივრებისთვის ძალიან საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

აღნიშნული წყაროს ცნობების თანახმად, მომავალ სეზონში ლეო მესის “ბარსაში” დაბრუნებასთან დაკავშირებით გუნდის ხელმძღვანელებს შორის მალე მსჯელობა დაიწყება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ “ლურჯ-ბროწეულისფერთა” მესვეურები ერლინგ ჰოლანდის გადაბირებას ვერ შეძლებენ.

ლეგენდარულმა არგენტინელმა “ბლაუგრანა” გასული სეზონის ბოლოს დატოვა, ვინაიდან, “ლა პულგას” კონტრაქტი ამოეწურა, მისი დარეგისტრირებისა და ახალი ხელშეკრულების გაფორმების საშუალება კი კლუბს ესპანეთში არსებულმა მკაცრმა რეგულაციებმა არ მისცა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (17)

  • nika 54
    schedule 08 მარ 2022, 16:05

    ნუ ამბობთ მაინც თუ ჰოლანდის დაბრუნება ვერ მოხერხდაო, სირცხვილია ლაპორტა. მესის დაბრუნება გეგმა B ? კარგით რა, თქვენ თავს ეცით პატივი. ან საიდან გადაწყვიტეთ რო პსჟ დააბრუნებს გინდაც ფულით. მესი ვერ ბომბარდირობს, მაგრამ მბაპეს ყველაზე ხშირად ატანინებს. უკვე 11 ასისტი აქვს და ეს ყველას მოსწონს იქ. მეორეც ლეოს მაისურები და ყველაფერი რაც ფულს ეხება საკმაოდ მომგებიანია, თავისი ხელფასის გარდა რამდენჯერმე მეტი შემოაქვს. არ არიან შეიხები ისეთი მიამიტები რო ასე გვაჩუქონ თუ მოგვიბრუნონ უკან. კონტრაქტის დამთავრებამდე ნამდვილად არა მერე კი ჩვენ აღარ მოვინდომებთ, საკმაოდ ასაკში იქნება. იმ ასაკში როცა რონალდუც კი ვეღარ თამაშობს და ამ წელს გოლიც კი არ გაუტანია.
    ყველამ ვიცით რონალდუს ფიზიკური კონდიციებიც და ლეოსიც. და არა მგონი ლეომ რონალდუს ასაკში შეძლოს თამაში. კლუბში კი ბატონო რამე თანამდებობაზე და გინდაც მწვრთნელის თანაშემწედ მე მგონი იდეალური იქნება. ეგება ტორესს აუხსნას კარში როგორ უნდა დაარტყ რო მერე ატირებული არ გახვიდე მოედნიდან bowtie

    ციტატა: Gaucho andy ®

    ციტატა: 《○BIG ĆULE○》
    თუ დაბრუნდება ძალიან კარგი იქნება, მაგრამ 10 ნომრის საქმე როგორ იქნება ნეტავ?🤔


    როგორ და ანსუმანემ დაჩოქილმა უნდა დაუბრუნოს ლევან მესის კუთვნილი ათიანი


    კარგი იყო, ლაიკი.

    ციტატა: Iniesta_8
    ახლა ბარსაში რომ დაბრუნდეს ისე გამოვა რომ თითქოს ბარსას იქით ვერ აჩვენებს დონეს, ასე რომ არამგონია მესის ეს უნდოდეს. დარჩება პსჟ-ში კიდევ 1 წელი და მერე სხვაგან წავა.


    მაიამში მაგას და სუარესს ერთად ელოდება ბეკჰემი.

  • Barca_MNS
    schedule 08 მარ 2022, 08:54

    დადებითი: სათანადო გაცილებას და კარიერის ბარსაში დამთავრებას იმსახურებს ეს კაცი. ამის გარდა 17წლის რო ხარ და მესისგან სწავლობ სად დემბელესგან.
    უარყოფითი: როგორც ითქვა გუნდი მესის გარეშე თამაშსს სწავლობს, და მესის ჩასმა რისკია ისევ კლუბისთვის. მაგრამ მესია რა, და ბარსელონაზე ვსაუბრობთ.

  • vegassi54
    schedule 07 მარ 2022, 23:38

    მეც მინდოდა რომ ჩვენთან დაესრულებინა კარიერა მაგრამ ამ ეტაპზე დაბრუნება რამდენად მართებულია ან თვითონ თუ უნდა ესაც საკითხავია.

  • shu1987
    schedule 07 მარ 2022, 23:09

    ჩემი აზრით თუ დააბრუნებენ რომ სათანადოდ გააცილონ ეგაა თორე აწი მესის დაბრუნება რამდენად სწორია სუფთა საფეხბურთო მიმართულებით საკითხავია…. მესი აღარაა პატარა ბიჭი და გუნდი როგორც იქნა მესის გარეშე თამაშს ეჩვევა რომ დააბრუნონ ამის ხასიათს ბუტიაობას და თავჩახრილ სიარულს თუ უყურა ამ ბავშვებმა ჩაჯმულის მენტალიტეტი ექნებათ და წლები რამის იმედი აღარ უნდა იყოს… მესის არ ვაკნინებ ისტორიაში საუკეტესოა მაგრამ დასასრული ყველაფერს აქვს და ბარსაში მხოლოდ დაფასების ვარიანტში რამოდენიმე თამასი და გაცილება თორე იმედების დამყარება აწი სისულელეა..

  • Davita
    schedule 07 მარ 2022, 23:00

    ციტატა: Gaucho andy ®

    ციტატა: 《○BIG ĆULE○》
    თუ დაბრუნდება ძალიან კარგი იქნება, მაგრამ 10 ნომრის საქმე როგორ იქნება ნეტავ?🤔


    როგორ და ანსუმანემ დაჩოქილმა უნდა დაუბრუნოს ლევან მესის კუთვნილი ათიანი


    თუ მართლა დაბრუნდა ლეო არამგონია ათიანი დაიბრუნოს, როგორც კლუბის ლეგენდას ეკუთვნის კარიერის აქ დასრულება მაგრამ არმინდა გუნდი ისევ მასზე დამოკიდებული გახდეს

  • Gaucho andy
    Gaucho andy ® ვეტერანი
    schedule 07 მარ 2022, 22:51

    ციტატა: 《○BIG ĆULE○》
    თუ დაბრუნდება ძალიან კარგი იქნება, მაგრამ 10 ნომრის საქმე როგორ იქნება ნეტავ?🤔


    როგორ და ანსუმანემ დაჩოქილმა უნდა დაუბრუნოს ლევან მესის კუთვნილი ათიანი

  • Nodariko Dzadzamia
    schedule 07 მარ 2022, 22:23

    მე მინდა რომ ეს კაცი დაბრუნდეს რაგან ის არის მსოფლიო ლეგენდა უკეთესი ვიდრე პელე ვიდრე რონალდო მბაპე და ჰოლანდი ეს კაცი საუკეთესო და ის ბარსას ლეგენდა შეიძლება კარიერის დასრულება მოუწოს მალე მაგრამ მირჩევნი ვაფშე არ ითმაშოს ვიდრე იმ ფულის ტომარაში ბარსას ერთი სუპერ ვარსკვლავი უნდა ყავდეს და ერთი არგენტინელი ეს კანონზომიერებაა და ვინ არის მესიზე უკეთესი????

  • ROUCH
    schedule 07 მარ 2022, 22:08

    მე არ მივესალმები განა იმიტო რო აღარ ვარგა ან მზგავსი უბრალოდ აღარ გვინდა რა ისევ მასზე დამოკიდებული გუნდი რადგან გინდა არ გინდა მასე იქნება მერე მეორე ხავი ტასავს არ მოუთმენს ასე მგონია

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 07 მარ 2022, 21:10

    ციტატა: basa7
    მოკლედ ეს საუბრები ადეიმზე, ახლა ლეოს დაბრუნებაზე ერთმნიშვნელოვნად იმაზე მიანიშნებს რო ჰალანდი ბარსაში არ მოდის. სიტიში არ წავა და დიდი ალბათობით რეალში მიდის და გასხვნია ერთი დედაც. მოკლედ პირველ რიგში ენდრიკი უნდა დავიბევოთ ან სულაც ვიყიდოთ და 18 რომ გახდება წამოვიყვანოთ და მანამ ვინმე კარგი ფორვარდი ვიყიდოთ. იყოს ეგ ადეიმი. სამაგიეროდ ეს სატრანსფერო ფანჯარა კუნდეს და ვირტცის ყიდვის საშუალებას მოგვცემს. ვირტცი დაუფიქრებლად ბარსას აირჩევს იმიტომ რომ ბარსას ფანია და თან თავის თავს ბარსაში ხედავს მისი უნარებიდან გამომდინარე. არ არის ხელიდან გასაშვები არანაირად. მოკლედ ჩვენი მიზანი უნდა იყოს ვირტცი, კუნდე, ენდრიკი.


    ჰოლანდი თუ არ გადმოვა ძაანაც კარგი

  • basa7
    schedule 07 მარ 2022, 20:49

    მოკლედ ეს საუბრები ადეიმზე, ახლა ლეოს დაბრუნებაზე ერთმნიშვნელოვნად იმაზე მიანიშნებს რო ჰალანდი ბარსაში არ მოდის. სიტიში არ წავა და დიდი ალბათობით რეალში მიდის და გასხვნია ერთი დედაც. მოკლედ პირველ რიგში ენდრიკი უნდა დავიბევოთ ან სულაც ვიყიდოთ და 18 რომ გახდება წამოვიყვანოთ და მანამ ვინმე კარგი ფორვარდი ვიყიდოთ. იყოს ეგ ადეიმი. სამაგიეროდ ეს სატრანსფერო ფანჯარა კუნდეს და ვირტცის ყიდვის საშუალებას მოგვცემს. ვირტცი დაუფიქრებლად ბარსას აირჩევს იმიტომ რომ ბარსას ფანია და თან თავის თავს ბარსაში ხედავს მისი უნარებიდან გამომდინარე. არ არის ხელიდან გასაშვები არანაირად. მოკლედ ჩვენი მიზანი უნდა იყოს ვირტცი, კუნდე, ენდრიკი.

  • Iniesta_8
    schedule 07 მარ 2022, 20:00

    ახლა ბარსაში რომ დაბრუნდეს ისე გამოვა რომ თითქოს ბარსას იქით ვერ აჩვენებს დონეს, ასე რომ არამგონია მესის ეს უნდოდეს. დარჩება პსჟ-ში კიდევ 1 წელი და მერე სხვაგან წავა.

  • Barca1980
    schedule 07 მარ 2022, 19:57

    ციტატა: M10 S9 D11
    დამიბრუნეთ ეს კაცი ბარსაში გული მტკივა ამის თამაშს რო ვუყურებ პესეჟეში საერთოდ მოწყვეტილია გუნდს

    რომ არ მენახა ბარსელონად მესი , ალბათ ვიტყოდი რომ საშუალო დონის ფეხბურთელის თამაშს ვუყურებდი და იმდენათ დიდი იმედგაცრუება ვიგრძენი , ვერ ავხსნი საერთოდ . იმ თამაშის მერე პსჟ არცერთი თამაშის ყურების სურვილი აღარ გამჩენია . უდიადესუ ფეხბუთელი , გულდაკოდილი თამაშობს , ამას თამაში არ ჰქვია , უბრალოდ დრო გაყავს , ელოდება კონტრაქტის ამოწურვას 🙁🙁

  • kanja
    schedule 07 მარ 2022, 19:40

    მისი დაბრუნებით ყველა მოგებული დარჩება და სამარცხვინო ლაქასაც ჩამოირეცხავენ… სირცხვილია მესის არ-დაბრუნება…

  • Mariamm
    schedule 07 მარ 2022, 19:37

    Psgshi sul gabadgurda
    Barsestvis daibada es kaci!🥲❣

  • EL MAESTRO 6
    schedule 07 მარ 2022, 19:34

    თუ დაბრუნდება ძალიან კარგი იქნება, მაგრამ 10 ნომრის საქმე როგორ იქნება ნეტავ?🤔

  • Don_Andresito
    schedule 07 მარ 2022, 19:05

    მთავარია ისევ ლეოზე დამოკიდებულები არ გახდნენ, პასს რო ატენიდნენ სულ. თორე მეორედ წასვლაც მალე მოუწევს (თუ დაბრუნდა საერთოდ) და ისევ კრიზისი დაგვეწყება. ისე კი კარიერა ჩვენთან რო დაამთავროს კარგი იქნებოდა

  • M10 S9 D11
    schedule 07 მარ 2022, 18:53

    დამიბრუნეთ ეს კაცი ბარსაში გული მტკივა ამის თამაშს რო ვუყურებ პესეჟეში საერთოდ მოწყვეტილია გუნდს