ჟორდი ალბამ, რომელიც “ბარსელონას” შეუცვლელ ფიგურად ჩამოყალიბდა, “ელჩესთან” მორიგი გამორჩეული მატჩი ჩაატარა. მან თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა, თამაშის მიწურულს კი აგვანერვიულა კიდეც, როდესაც მარჯვენა საზარდულზე ხელის მოკიდება დაიწყო, თუმცა, საბედნიეროდ, საგანგაშო არაფერია.
Diario AS-ის ჟურნალისტის, ხავი მიგელის ინფორმაციით, 32 წლის ფეხბურთელს შეხვედრის დასრულებისთანავე ექიმებმა გასახდელ ოთახში შემოწმება ჩაუტარეს და მომზიდველი კუნთის მცირე გადატვირთვა დაუდგინეს, რაც უმნიშვნელო დაზიანებაა. შესაბამისად, ესპანელი ხუთშაბათს “გალათასარაის” წინააღმდეგ თამაშს შეძლებს.
შეგახსენებთ, რომ ალბა “ბარსელონას” ერთადერთი მარცხენა მცველია, შესაბამისად, მისი ჯანმრთელობა უმნიშვნელოვანესია.

ძალიან ცუდია, რო ამას ღირსეული შემცვლელი არ ყავს, სერიოზული ტრამვა რო მიიღოს მერე უცებ საიდან უნდა გაჩითონ ამის შემცვლელი.
ეს არის ძაან მაგარი წელს,ლა ლიგაში საუკეთესოა უდავოდ😍
უფ კიდე კაი თორე ძაან კარგ ფორმაშია და დიდი დანაკლისი იქნებოდა