Sport-ის ცნობით, გუშინ გამართული სავარჯიშო სესიის წინ ჩავი ერნანდესმა, ოსკარ ერნანდესმა (მწვრთნელის ასისტენტი) და სერხიო ბუსკეტსმა მშვიდად ისაუბრეს.
ამავე წყაროს ინფორმაციით, ბუსკეტსი ჩავის პროექტის საკვანძო ფიგურაა როგორც სპორტული, ისე არასპორტული მიზეზებით. კაპიტნის ლიდერობა ყველა ასპექტში უმნიშვნელოვანესია, რათა გუნდმა ის სტილი დაიბრუნოს, რომელიც არც არასდროს უნდა დაეკარგა.
Sport-ის ვერსიით, ბუსკეტსი “ელჩესთან” დღეს გასამართ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იქნება, თუმცა, მეორე კატალონიური გამოცემის, Mundo Deportivo-ს აზრით, ვალენსიური კლუბის წინააღმდეგ ჩავი მას დაასვენებს და სათადარიგოთა სკამზე დატოვებს.

კი ჩავის ძმა არის
ეს ოსკარი ჩავის ძმა არ არის?