ლეგენდარულ იტალიელ მეკარეს, ჯანლუიჯი ბუფონს “ბარსელონაში” თამაშის შესაძლებლობა ორჯერ ჰქონდა, თუმცა მან ორჯერვე სხვა კლუბი აირჩია.
Marca-ს ინფორმაციით, 2001 წელს, როდესაც “პარმაში” 6 წლის გატარების შემდეგ, ჯიჯი დიდ გუნდში გადადიოდა, მან “ბლაუგრანას” შეთავაზებაზე უარი თქვა და კარიერა “იუვენტუსში” გააგრძელა.
44 წლის მეკარემ ლურჯ-ბროწეულისფერი ფორმის მორგება მეორედ გასულ ზაფხულში იუარა და “ბიანკონერიდან” “პარმაში” დაბრუნდა. მიზეზი მარტივი იყო – ბუფონს სათადარიგო მეკარეობა არ აინტერესებდა, მას თამაში სურდა.
იტალიელმა “პარმასთან” 2024 წლამდე გაახანგრძლივა, რომლის ამოწურვის შემდეგ უკვე 46 წლის იქნება და, სავარაუდოდ, კარიერასაც იმ გუნდში დაასრულებს, რომელშიც დაიწყო.

ამას კიდევ აქვს იმედი რო მუნდიალზე წაიყვანენ და ითამაშებს. ამიტომაც დაბრუნდა იქ სადაც გარანტირებულად იქნება ძირითადში.
შარშან თუ არ მოვიდა არაუშავს
ჯიჯის უფრო წაადგებოდა ტიტულების მხრივ თორე ჩვენ მეკარის გამო რომელიმე მნიშვნელოვანი თასე დაგვეთმოს არ მახსენდება.
გადმოსულიყო ეს ჩემისა მერე. თბითონ ხომ ექნებოდა სულ მცირე სამი ლიგის თასი ( ამდენი მთლიანად იუვენტუსს არ აქვს) და სავარაუდოთ ჩვენც დაგვემატებოდა რამდენიმე ტიტული ზემოდან.
👍👍გგდდდტჰ
გასულ ზაფხულში არა მაგრამ 2001ში მართლა რომ მოსულიყო არ ინანებდა