ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “ბარსელონა” დარწმუნებულია, რომ სესარ ასპილიკუეტასა და ანდრეას კრისტენსენის დამატებას მოახერხებს.
ჟურნალისტის ცნობით, “ბლაუგრანამ” ლონდონური გუნდის კაპიტანს დაუდასტურა, რომ მზად არის, დაელოდოს მის საბოლოო არჩევანს “ბარსასა” და “ჩელსის” შორის. კატალონიელებს სჯერათ, რომ ესპანელი მათ ბანაკს აირჩევს, თუმცა ასპილიკუეტა გადაწყვეტილების მიღებისას ოჯახს, პირად ცხოვრებასა და სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებსაც გაითვალისწინებს. “ბარსელონა” სესარს 2024 წლამდე გათვლილ კონტრაქტს სთავაზობს, რომლის 1 წლით გახანგრძლივება იქნება შესაძლებელი.
რაც შეეხება კრისტენსენს, “ბარსამ” 25 წლის უკანახაზელთან შეთანხმებას პრაქტიკულად უკვე მიაღწია. ფეხბურთელის მხარესთან უშუალო კონტაქტების შემდეგ, კატალონიელებმა შეთავაზება გააუმჯობესეს და ახლა დარწმუნებულები არიან, რომ დანიელი მათ აირჩევს. კრისტენსენისთვის ბრძოლაში “ბაიერნიც” რჩება.
მატეო მორეტო იტყობინება, რომ მომდევნო კვირაში “ბარსელონასა” და კრისტენსენის წარმომადგენლებს შორის ერთ-ერთი გადამწყვეტი შეხვედრა გაიმართება, რომლის მიზანიც ტრანსფერის დახურვა იქნება. დანიელის სურვილი სწორედ კატალონიურ გუნდში თამაშია.
ცნობისთვის, ზემოხსენებულ ფეხბურთელებს “ჩელსისთან” კონტრაქტები ზაფხულში ეწურებათ და გახანგრძლივებას არ აპირებენ.


უნდა მოიყვანონ, ალვესი მართლა ყავარჯნებით ხო არ გამოვა 40 წლისა ხდება, მინგესას იმედზე ჩემი მტერი იყოს, რობერტო რო შემთხვევითაა მაგ პოზიციაზე ეგეც გასაგებია. და ბოლოს და ბოლოს ერთი-ორი კაცი არ უნდა გვყავდეს სათადარიგოზე, ან ტრამვა იქნება ან დისკვალიფიკაცია. თუ ყველა გაამართლებს და აკეთოს ჩავიმ როტაციები რა არ ეხერხება თუ რა.
გრძელი სკამი არის წარმატების ერთ-ერთი განმაპირობებელი,ასე რომ ორივე კარგია
თუ დანი კიდე გაქაჩავს 1 წელი და დესტიც დარჩება (ანუ მოუმატებს) ასპი აღარ იქნება საჭირო. 33 ხდება მალე. კრისტიანსენი ასაკითაც სტილითაც პოზიციურადაც მისაღებია. ტოპ მცველი არაა მარა წავა ამ გაჭირვებაში.