workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა ასპლიკუეტასა და კრისტენსენს მიუახლოვდა

ბარსელონა ასპლიკუეტასა და კრისტენსენს მიუახლოვდა

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “ბარსელონა” “ჩელსის” უკანახაზელებს: სესარ ასპილიკუეტასა და ანდრეას კრისტენსენს კიდევ უფრო მიუახლოვდა. კლუბმა მოლაპარაკებებში წინ წაიწია, თუმცა სრული შეთანხმებისთვის არცერთ მათგანთან არ მიუღწევია.

ჟურნალისტის ცნობით, კრისტენსენის დამატება “ბარსასთან” ერთად “ბაიერნსაც” სურს. კლუბები დანიელთან მოლაპარაკებებს იანვრის შემდეგ აწარმოებენ.

გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, დიდი შანსია, ასპილიკუეტა და კრისტენსენი “ბლაუგრანაში” თამაშს დათანხმდნენ და ზაფხულში გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდნენ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 25 თებ 2022, 12:06

    თუ გუშინ უყურეს ამ თამაშს შეიძლება მართლა გადაწყვიტონ გადმოსვლა.

  • Don_Andresito
    schedule 25 თებ 2022, 05:28

    ესენი თუ მოვიდნენ შეგვიძლია ლენგლე გავყიდოთ, გარსია მინგესადან ერთი გავაიჯაროთ. დანი თუ ჯერ დარჩება მაშინ დესტიც იჯარით. გასაყიდად არ მემეტება. ბოლო 2 თამაში მოუმატა და ვნახოთ. გრიმალდო ან გაია უეჭველი. ბალდე იჯარით ან ბენფიკაში ან ვალენსიაში. ტრანსფერში ჩავრთოთ. ნახ. დაცვას ხელის ხლება არ უნდა. პუჩი წავიდეს იჯარით და სანსი დავაწინაუროთ. დალშე ვინც გვყავს იმას მივხედოთ რო განვითარდნენ. ბუსის შემცვლელზე ფიქრს შემდეგ წელს დავიწყებთ. შეტევაში დემბელე წავა, დე იონგიც. ბრაიტიც. ადამას დავტოვებდი. აშკარად გვაძლევს რაღაცას. ობაც დარჩება. ტორესი მოუმატებს იმედია, ფატი დაბრუნდება, ერთი 9 მოვა, სასურველია ჰოლანდი მარა ვნახოთ. დეპაი შეგვეძლება გავყიდოთ მერე უფასოდ დაკარგვას. აბდე ან პირველ გუნდში ან იჯარით სადმე. ისე სანტოსის გაბრიელსაც მოვიყვანდი. მოკლედ კარგი გუნდის დაყენება შეიხლება 100-150 მილიონად. გრიზმანი კოუ ტრინკაო ლენგლე დეპაი პიანიჩის გაყიდვით ფულს ვიშოვით. ეს ორი უფასოდ მოვა, მარცხენა მცველი ესე 25-30. ფორვარდი 70+ ნეტო თუ გაიყიდა ერთი კაი კონკურენტი 10 ის ფარგლებში მოუხდებოდა შტეგენს. იქნებ გამოფხიზლდეს

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 24 თებ 2022, 23:20

    ორივე უმნიშვნელოვანესია

  • shu1987
    schedule 24 თებ 2022, 22:44

    იმ ფინანსური მსგომარეობით რაც ბარსას აქვს იდეალური იქნება ეს ორი ერთად მითუმეტეს ერთმანეთთან შეთამაშება არ დაჭირდებათ.

  • La Pulga10
    schedule 24 თებ 2022, 22:42

    მოდით ორივე,ბავარიას უნდა ავახიოთ კრისტენსენი.

  • Barca for life
    schedule 24 თებ 2022, 22:30

    მგონია რომ ასპი უეჭველი მოდის და კრისტენსენიც მეგობრობის პონტში გადმოვა.
    მთავარია უჩლზე გავიდეთ და ესენი თუ მოვლენ და ზედ ჰოლანდს დავამატებთ მაშინ გამორიცხული არაა ფავორიტებადაც ვიქცეთ.
    პროსტა დაცვა გაუმჯობესდეს და მაგარი გუნდი დავდგებით ასე 2-3 წელში.