workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სესარ ასპილიკუეტა სამშობლოში დაბრუნებას სერიოზულად განიხილავს

სესარ ასპილიკუეტა სამშობლოში დაბრუნებას სერიოზულად განიხილავს

The Times-ის ინფორმაციით, სესარ ასპილიკუეტა, “ბარსელონას” დაინტერესების შემდეგ, მომავალ ზაფხულში ესპანეთში დაბრუნებაზე სერიოზულად დაფიქრდა.

ჩავის სესარის მოყვანა სურს, თავად ფეხბურთელს კი “ჩელსის” მესვეურებთან შეხვედრა ჯერ კიდევ არ ჰქონია. მოსალოდნელია, რომ ის ინგლისს დატოვებს.

ასპილიკუეტა მიმდინარე წლის 30 ივნისს თავისუფალი აგენტი ხდება, რაც ნიშნავს, რომ კატალონიურ გრანდს მისი უფასოდ დამატება შეეძლება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 19 თებ 2022, 19:16

    ჩავის სესარის მოყვანა სურს, თავად ფეხბურთელს კი "ჩელსის" მესვეურებთან შეხვედრა ჯერ კიდევ არ ჰქონია. მოსალოდნელია, რომ ის ინგლისს დატოვებს.
    თუ კონტრაქტი უმთავრდება ჩელსის მესვეურებთან შეხვედრა რაღათ უნდა, აგერ დემბელე ნახოს როგორ გააცურა ლაპორტაც და ჩავიც და აიღოს მისგან მაგალითი. თუ უნდა სისოკო აიყვანოს აგენტად და ის აუცილებლად გამოაშვებინებს. ისეთ პირობებს მოუხევს ჩელსის შეეხვეწებიან წადიო.

  • C.PC5
    schedule 18 თებ 2022, 23:57

    ძაან კლასნია ასპი, მომწონდა ადრეც მაგრამ ვერ წარმომედგინა რაღაცნაირად რომ ჩელსის დატოვებდა ოდესმე. ამის დათრევა უფასოდ კანფეტია, მაგრამ ვინმე ახალგაზრდას თუ გამოძებნიან და იმას მოიყვანენ ჯობია. ამასაც არ აქვს დიდი ასაკი ჯერ მაგრამ გამოცდილი კაცი გვყავს მარჯვნივ ერთი უკვე და აჯობებდა ვინმეს მოყვანა სამომავლოდ.

  • EL MAESTRO 6
    schedule 18 თებ 2022, 23:38

    მარჯვენა მცვეკებიდან კარგები ახლა ვინც არიან:უოქერი, კანსელუ, არნოლდი, რის ჯეიმსი,ჰაკიმი, ყველა მიუწვდომელია, აზპი კი ნამდვილად გამოგვადგებოდა, უსე დუმფრიზიც კარგი მცველია

    მარცხნივ ან გაია და ან გრიმალდო კარგი იქნებოდა, ცენტრშიც საჭიროა ხალხი და მარტო ჰოლანდზე ჩალიჩი არ გვკმარა