workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა მზადაა, ჰოლანდის გამოსასყიდი თანხა გადაიხადოს

ბარსელონა მზადაა, ჰოლანდის გამოსასყიდი თანხა გადაიხადოს

Sport-ის ინფორმაციით, “ბარსელონა” მზადაა, ერლინგ ჰოლანდის გამოსასყიდი თანხა (75 მილიონი ევრო) და მამამისისა და აგენტ რაიოლას საკომისიო გადაიხადოს.

წყაროს ცნობით, “ბარსას” გეგმავს, ნორვეგიელს წლიურად 20 მილიონი გადაუხადოს. კატალონიურ კლუბში სურთ, ახალგაზრდული პროექტის ლიდერი სწორედ ჰოლანდი გახდეს.

სპორტული პროექტის გახდა, “ლურჯ-ბროწეულისფერები” ერლინგს ციფრული და მარკეტინგული პროექტის ხელმძღვანელობას სთავაზობენ. 

“ბარსელონა” სოციალურ ქსელებში უპირობო ლიდერია, როგორც გამომწერებით, ისე რეაქციებით, ამის წყალობით კი 21 წლის ვარსკვლავს შეუძლია, თავისი იმიჯი კიდევ უფრო პოპულარული გახადოს.

“ბლაუგრანას” ფინანსური მდგომარეობა ნელ-ნელა უმჯობესდება, რაც გუნდს საშუალებას აძლევს, ერლინგს 5 სეზონში, წლიურად 20-მილიონიანი ხელფასი შესთავაზოს.

როგორც კატალონიური გამოცემა იტყობინება, ჰოლანდი კლუბში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება, რასაც ასევე დაემატება ბონუსები, რაც თავისივე ინდივიდუალურ მიღწევებსა და პერფორმანსზე იქნება დამოკიდებული. 

“ბარსას” ხელმძღვანელობას სურს, ერლინგმა დაინახოს, რომ კლუბის ეკონომიკური მდგომარეობა მალე გაუმჯობესდება, რის შემდეგაც ისინი მისთვის ანაზღაურების გაზრდას შეძლებენ. კატალონიელთა მიზანი ვარსკვლავების შეძენა და საჩემპიონო გუნდის აშენებაა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (21)

  • Nodariko Dzadzamia
    schedule 20 თებ 2022, 12:39

    რივალდო-მესი,
    კაი დავუშვათ მოვიყვანეთ და რომ არ გამართლოს არ გიფიქრია ამიტომ ჯობია რომ მესისთვის და სუარესისთვის ვიბრძოლოთ იმიტომ რომ ისინი გაამართლებენ ეს ზუსტად ვიცი რადგან ისინი ბარსას ლეგენდებად და არა მარტო ბარსას მსოფლიოს საუკეთესო. და არა არ ვხუმრობ