“ბარსელონას” აღმასრულებელი დირექტორი, ფერან რევერტერი, კლუბს ტოვებს – ჟოან ლაპორტას ბორდთან არათავსებადი მოსაზრებების გამო ყოფილი ხელმძღვანელი “ბარსას” მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების უკან აღარ იდგება.
კატალონიური Sport-ის ინფორმაციით, რევერტერის წასვლამ, შესაძლოა, CVC-ს გარიგებასთან დაკავშირებით “ბარსელონას” მტკიცე პოზიციის გადახედვა განაპირობოს. უარის თქმა გარიგებაზე, რომელიც კატალონიურ კლუბს, ისევე როგორც ლა ლიგის სხვა მონაწილეებს, მოკლე ვადაში დიდ ფინანსურ სარგებელს მოუტანდა და ამასთან ერთად ლიონელ მესის შენარჩუნებას შესაძლებელს გახდიდა, სწორედ ხელმძღვანელობის ამ წევრის გადაწყვეტილებაა. უარის მიზეზად სახელდებოდა ის, რომ შემოთავაზებული კონტრაქტის გრძელვადიანი პირობები არასახარბიელო იყო.
როგორც Sport წერს, რევერტერი “რეალის” პრეზიდენტსა და CVC-ს პროექტის მოწინააღმდეგე ფლორენტინო პერესს უფრო ენდობოდა, ვიდრე ლა ლიგის ხელმძღვანელ ხავიერ ტებასს, რომელიც ამ პროექტის ინიციატორი იყო. თავის მხრივ, მატეუ ალემანი, რომელსაც “ბარსელონაში” ჟოან ლაპორტას შემდეგ ყველაზე დიდი როლი აქვს, ტებასთანაა დაახლოებული და ამიტომ, გამორიცხული არაა, კლუბი შეთანხმებას იგივე ან ოდნავ განსხვავებული პირობების შემთხვევაში დაუბრუნდეს.
საინვესტიციო გარიგება კომპანია CVC-ის მხრიდან სატელევიზიო უფლებების სანაცვლოდ ლა ლიგაში ინვესტიციას გულისხმობს. ამ შეთანხმებას “ბარსელონას”, “რეალისა”, და ბილბაოს “ატლეტიკის” გარდა პრიმერა დივიზიონის ყველა კლუბი ხელს აწერს.




რავი რა შეიცვლება არ ვიცი მაგრამ ფაქტია კლუბს ფული სჭირდება და რაც შეიძლება დიდი ინვესტორებია საჭირო დუბაიდან. ან თუნდაც საქართველოდან ბიძინა და ჩვენი ბერა
რას შეცვლის ფერან რევერტერის წასვლა?
როგორც ვიცით ეგ ბართოს კუდია და იმას შეცვლის, რო ლაპორტას ფეხებში აღარ გაებლანდება და საქმის კეთებაში ხელს ვეღარ შეუშლის.
ტებასი რაც არ უნდა მეზიზღებოდეს, პერესის ნდობას ჯობია ჩატეხვის პირას მყოფ ხიდს ენდო, cvc სთან შეთანხმება შეიძლება მაგრამ მაშინ პირობები უნდა შეცვალონ, 50 წლიან კონტრაქტს არავინ დებს, კი შეიძლება ახლა გამოგვადგეს ეგ ფული და ჰოლანდთან ერთად კიდევ მოვაყოლოთ 1-2 ვარსკვლავი მაგრამ მერე რომ 50 წელი სანანებელი საქმე გაგვიხდეს არ გვიღირს
ხოდა ამის დედა მივაცენზურე მე მესი რო დააკარგვინა გუნდს