workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ასპილიკუეტას ბარსელონაში გადმოსვლა სურს

ასპილიკუეტას ბარსელონაში გადმოსვლა სურს

Marca-ს ცნობით, “ჩელსის”, “ბარსელონას” ერთ-ერთ სატრანსფერო სამიზნესთან, სესარ ასპილიკუეტასთან კონტრაქტის 2 წლით ცალმხრივად გახანგრძლივების უფლება აქვს.

ამავე წყაროს ინფორმაციით, სწორედ ამ მიზეზით, ესპანელი უნივერსალი ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას აპირებს, რადგან მას “ბარსაში” გადმოსვლა სურს.

ასპილიკუეტას ინგლისურ გუნდთან ამჟამინდელი ხელშეკრულება 2022 წლის 30 ივნისს ეწურება, რაც ნიშნავს, რომ, შესაძლოა, ზაფხულში ის “ლურჯ-ბროწეულისფერთა” რიგებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდეს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (12)

  • BARC4ever
    schedule 12 თებ 2022, 18:49

    ციტატა: Moriba

    ციტატა: BARC4ever
    დღევანდელი თამაშის განაცხადი როდის იქნება ცნობილი?


    დღეს არაა ხვალაა ღამის 12 საათზე


    მადლობა რატომღაც დღეს მეგონა 😄

  • Moriba
    schedule 12 თებ 2022, 13:10

    ციტატა: BARC4ever
    დღევანდელი თამაშის განაცხადი როდის იქნება ცნობილი?


    დღეს არაა ხვალაა ღამის 12 საათზე

  • BARC4ever
    schedule 12 თებ 2022, 12:54

    დღევანდელი თამაშის განაცხადი როდის იქნება ცნობილი?

  • La Pulga10
    schedule 12 თებ 2022, 12:34

    მოდი ლომო,უფასოდ ასპი კაი შენაძენი იქნება.

  • Wtf man1
    schedule 12 თებ 2022, 12:23

    ციტატა: shu1987
    გასაგებია დაცვაში პრობლემებია მაგრამ ბებრების მოყვანით პრობლემის მოგვარება რავიცი რავიცი… ასპის არაფერს ვერჩი ძაან სტაბილურია მაგრამ ორ წელში კიდე საძებარი და საჩალიჩო იქნება…


    ორ წელში ამ ნეხვიდან ამოვალთ რაშიც ეხლა ვართ ფული რო არ გვაქვს არაფრის. ერთი ჰოლანდზე გაიწევენ ამ ზაფხულს ფულიანი ტრანსფერით და ალბათ ადამას გამოისყიდიან მეტი არაფერი იქნება დანარჩენი თუ ვინმე მოვა თავისუფალი აგენტები მე მივესალმები ამის მოსვლას ძაან გამოცდილია და სტაბილური. პიკეც ასაკშია შეცვლიან ხოლმე ერთმანეთს არაუხო უეჭველი ძირითადის იქნება. გარსიას იმედი არ მაქვს მე რატომღაც იმედია ვცდები. არაუხოს რო ვინმე თავისნაირი გიჟი მცველი მიუყვანო ტიპი გაუვალი კედელი იქნება

  • nika 54
    schedule 12 თებ 2022, 11:27

    Marca-ს ცნობით, "ჩელსის", "ბარსელონას" ერთ-ერთ სატრანსფერო სამიზნესთან, სესარ ასპილიკუეტასთან კონტრაქტის 2 წლით ცალმხრივად გახანგრძლივების უფლება აქვს.
    ეს რანაირი კონტრაქტია, ცალმხრივად გახანგრძლივება რა სისულელეა, მონათმფლობელობაა? თუ რო აფორმებდა არ წაიკითხა კონტრაქტის პირობები.

  • shu1987
    schedule 12 თებ 2022, 10:46

    გასაგებია დაცვაში პრობლემებია მაგრამ ბებრების მოყვანით პრობლემის მოგვარება რავიცი რავიცი… ასპის არაფერს ვერჩი ძაან სტაბილურია მაგრამ ორ წელში კიდე საძებარი და საჩალიჩო იქნება…

  • ani-messi-goat
    schedule 12 თებ 2022, 10:21

    აუ გუშინ გადაუარა კალათბურთში ბარსამ რეალს 68-86 joy 2-24ს უგებდნენ თავიდან :დ

  • Davita
    schedule 12 თებ 2022, 09:49

    კარგი მცველია მაგრამ დაბერდა უკვე და ჯობია უფრო ახალგაზრდა და ენერგიულზე იჩალიჩონ, ბარსაში კრაის მცველებს განსაკუთრებული როლი აქვს შეტევაში ამიტომ ჯობს ამაზე იფიქრონ

  • azulgerana
    schedule 12 თებ 2022, 05:16

    რობერტოში და დესტში გავუცვალოთ

  • me da barca
    schedule 12 თებ 2022, 03:57

    კალათბურთში ევროლიგაზე გუშინ კლასიკო იყო, რეალი-ბარსა. ბარსამ სტუმრად გაძუკნა რეალი 18 ქულიანი სხვაობით. 68:86.
    ბირთვის კვრაში, რომ იყოს შეჯიბრი, რეალის გაბანძება ყოველთვის გამიხარდება ბარსას მხრიდან.

  • EL MAESTRO 6
    schedule 12 თებ 2022, 02:08

    ეს შეტევებში არაა იმდენად პროდიქტიული მაგრამ დაცვაში გაუვალია, საერთოდ ამისი ცენტრში დაყენებაც კარგი ვარიანტია