workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესის წასვლა მოულოდნელი არ ყოფილა – ინტერვიუ მატეუ ალემანისთან

მესის წასვლა მოულოდნელი არ ყოფილა – ინტერვიუ მატეუ ალემანისთან

გთავაზობთ, “ბარსელონას” დირექტორის, მატეუ ალემანი საინტერესო ინტერვიუს.

ერლინგ ჰოლანდი? მსგავს საკითხებზე ვერ ვისაუბრებ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ “ბარსა” მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია და ჩვენი მიზანია, მუდამ კონკურენტუნარიანი შემადგენლობა გვყავდეს. ამაზე ვმუშაობთ.

სახელფასო სტრუქტურაზე გულმოდგინედ ვმუშაობთ. ნებისმიერი სიტუაცია უნდა გავაანალიზოთ. ფეხბურთელის მოყვანა სხვა ტიპის თანამშრომლის დაქირავებისგან განსხვავდება. ამ დროს ფინანსური Fair Play-ს წესების გათვალისწინება გიწევს, რაც ძალიან კომპლექსური საკითხია.

ჩავი თავის საქმეს კარგად აკეთებს, რითაც ბედნიერები ვართ. როცა ტრანსფერს ვახორციელებთ, ეს ყოველთვის მწვრთნელის თანხმობის შემდეგ ხდება. ახალწვეულების მოყვანისას მთავარი სიტყვა სწორედ მას ეკუთვნოდა. არ ვფიქრობ, რომ ამ კოლექტივით ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა არ შეგვიძლია. თუ ეს ვერ მოვახერხეთ, კატასტროფა იქნება.

სამწუხაროდ, ლეო მესის წასვლა მოულოდნელი არ ყოფილა – იმ მომენტში რეალობა ასეთი იყო. ერთადერთი გზა CVC-სთან შეთანხმების დადება გახლდათ, რაც არ გვსურდა. გადავწყვიტეთ, რომ კლუბი ყველაზე მაღლა დგას. კომერციულად, მისი წასვლით ბევრი დავკარგეთ.

თუ ფინანსური პრობლემების გამო ფეხბურთელების გაყიდვა მოგვიწევს, “ლა მასიელები” ბოლო ვარიანტი იქნებიან, რომელსაც განვიხილავთ, რადგან ისინი კლუბის მომავალს წარმოადგენენ.

დარწმუნებული ვარ, რომ ანსუ ფატი “ბლაუგრანასთვის” ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება. კლუბი მის გვერდითაა, როგორც ყველა იმ ადამიანის, რომელსაც რთული პერიოდი უდგას. ანსუმანეს გარემოცვა და ოჯახი ძალიან კეთილია. მჯერა, რომ ფატის მხარდაჭერა მათი მხრიდანაც აქვს.

ევროპული კლუბებისთვის ფინანსური Fair Play-ის წესების დაცვა უმნიშვნელოვანესია. ესპანეთში ყველაფერი მკაცრადაა, მაგრამ სხვა ქვეყნებში გუნდებს იმ კრიტერიუმების დაკმაყოფილება არ უწევთ, რომელსაც ჩვენ მივყვებით. ყველასთვის სტანდარტულ წესებს ვითხოვ.

ვფიქრობ, ფეხბურთი ჩრდილოეთ ამერიკული გზით მიდის. FIFA-სა და UEFA-ს კლუბებსა და ფანებს შორის სწორი ბალანსის პოვნა მართებთ.

ხალხს სუპერ ლიგის პროექტი არ ესმის, მაგრამ არსებობენ კლუბები, რომელებიც UEFA- ს მოუწოდებენ, რომ მათ დაეყრდნონ.

ფეხბურთი 24-საათიანი სამუშაოა. კვირაობით ძალიან დატვირთული ვარ. ყველაფერზე ფოკუსირება და მუშაობაა საჭირო.

ქალთა ფეხბურთი საგრძნობლად ვითარდება. ამისთვის ბევრს ვმუშაობთ.

– ციტირებს ალემანის სიტყვებს Mundo Deportivo.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • Davit..
    schedule 13 თებ 2022, 13:30
    #9

    მესის წასვლა დროის საკითხი იყო კლუბი იმდენად დამოკიდებული იყო მასზე რომ ამ რეალობის წინაშე წელს თუ არა მომავალ წელს დავდგებოდით.. ფაქტი მისი წასვლის რათქმა უნდა გულის დამწყვეტი იყო მაგრამ… დღევანდელი ბარსა მე თუ მკითხავთ საკმაოდ კარგ რელსებზე შედგა.. და ვფიქრობ რომ ძალიან სწორი ტრანსფერებიც გაკეთდა.. თუ პროგრესი გაგრძელდა ჩემი აზრით მომავალ სეზონში საკმაოდ კონკურენტული გუნდი იქნება..

  • nika 54
    schedule 12 თებ 2022, 11:34
    #8

    ციტატა: marco reus 11
    მხოლოდ კომერციულად დავკარგეთ? კაი ჩემო ძმაო..მწვრთნელი ვერ მოუყვანეს კაცს 5 წელი და ერთი ნორმალური იგროკი. მერე მოიშორეთ.

    და მაგის გარდა ერთადერთი პარტნიორი გუნდში ვინც უსიტყვოდ უგებდა, უფასოდ გაუგდეს. საინტერესოა სუარესის გაგდება არ იყო კომერციულად წამგებიანი? თუ ხელფასის დაკლებაზე თქვა უარი იმ კაცმა ან სათადარიგოზე გადაჯდომაზე? მეეჭვება ბრეიტვეიტის მაისურები სუარესის მაისურებზე უფრო მომგებიანად იყიდებოდეს.

  • shu1987
    schedule 12 თებ 2022, 10:50
    #7

    ნუ მესის თემას რეალურად რა მოხდა არავინ იტყვის და რაც იწერებოდა და ითქვა ფაქტია მესისაც სურდა წასვლა და მისი წასვლით კლუბმა რამდენადაც ამოისუნთქა გაცილებით მეტი იზარალა…

  • marco reus 11
    schedule 12 თებ 2022, 10:08
    #6

    მხოლოდ კომერციულად დავკარგეთ? კაი ჩემო ძმაო..მწვრთნელი ვერ მოუყვანეს კაცს 5 წელი და ერთი ნორმალური იგროკი. მერე მოიშორეთ.

  • Davita
    schedule 12 თებ 2022, 09:58
    #5

    მესის დრომ უკვე ჩაირა მაგრამ ლაპორტა და კლუბი არაკაცურად მოექცა რომ გუნდიდან მოისროლეს, ჯერ ხო ყველა ატყუეს რომ ყველაფერი კარგადაა, ბოლოს შექმნეს უცებ პრობლემა, გასაგებია რომ ახალი გუნდის შენება გადაწყვიტეს მაგრამ მაშინ გუნდში რაუნდა ალბას? 38 წლის ალვეს და ასე შემდეგ? მესი იმხელა ლეგენდაა რომ იმსახურებდა კარიერის აქ დასრულებას და მეტ პატივისცემას, გრიზმანი პოანიჩი გაუშვეს, ზედ მიეყოლებუნათ დემბელეც და მესისაც დაარეგისტრირებდნენ. ყველაფერი გაირკვევა როცა დრო მოვა

  • azulgerana
    schedule 12 თებ 2022, 05:19
    #4

    საცოდაობაა რაც გაუკეთა ტებასმა. ამას კი არა მსოფლიო ფეხბურთს

  • EL MAESTRO 6
    schedule 12 თებ 2022, 02:41
    #3

    ციტატა: M10 S9 D11

    ციტატა: 《○BIG ĆULE○》
    ისე მესის დარჩენა მართოაც შეუძლებლად ჟღერდა რადგან თუ 98 მილიონი იყო სახელფასო ჭერი მაშინ მესის განახევრებული ხელფასითაც კი არ შეეძლო თამაში, უფასოდ თამაშის შეთავაზება კი ლაპორტამ ვერ ჰკადრა და მართლა სირცხვილი იქნებოდა, თვითონ მესისაც ვერ გავამტყუნებ იმის გამო რომ უფასოდ არ შესთავაზე თამაში, ისედაც თავი შეაკლა გუნდს და კარიერის ბოლო წლებს მშვიდად მაინც გაატარებდა, მაგრამ ცუდიდან უარესში მოხვდა, სიტიში უნდა წასულიყო და არ მესმის რატომ არ წაიყვანა პეპმა, დიდი ამბავი თუ გრილიშს ჰქონდა 10, ვითომ სხვა ნომრით ვერ ითამაშებდა, თან გრილიში ისეთი სლე გამოდგა მაგას მესი ცალი ფეხით აჯობებდა

    უფასოდ რომც შეეთავაზებინა ვერ ითამაშებდა მაინც ესპანეთის კანონის მიხედვიც ხელფასის 50%-ზე ნაკლებს ვერ დაიკლებ დაედოთ ხელშეკრულება CVC-სთან და ითამაშებდა მესი არ უნდოდათ თურმე ეხლა კარგად აფორმებენ მაგ კონტრაქტს

    ეგ მართკა უაზრობაა, cvc ისეთ პირობებს აყენებდა რომ შეიძლება 2 წლით ნესი შეგვენარჩუნებინა მაგრამ 50 წლით ვინანებდით ხელშეკრულებას, ხოდა ახლა რა შეიცვალა ვერ ვხვდები, თუ cvc იმაზე წავიდა რომ ბარსას მოთხოვნილებები დააკმაყოფილოს, მაშინ იქ რატო არ ქნეს როცა მართლა ძალინ სჭირდებოდა გუნდს, დიდი გაუგებრობაა აქ და ასე მარტივად არაა საქმე როგორც ჩანს

  • M10 S9 D11
    schedule 12 თებ 2022, 02:14
    #2

    ციტატა: 《○BIG ĆULE○》
    ისე მესის დარჩენა მართოაც შეუძლებლად ჟღერდა რადგან თუ 98 მილიონი იყო სახელფასო ჭერი მაშინ მესის განახევრებული ხელფასითაც კი არ შეეძლო თამაში, უფასოდ თამაშის შეთავაზება კი ლაპორტამ ვერ ჰკადრა და მართლა სირცხვილი იქნებოდა, თვითონ მესისაც ვერ გავამტყუნებ იმის გამო რომ უფასოდ არ შესთავაზე თამაში, ისედაც თავი შეაკლა გუნდს და კარიერის ბოლო წლებს მშვიდად მაინც გაატარებდა, მაგრამ ცუდიდან უარესში მოხვდა, სიტიში უნდა წასულიყო და არ მესმის რატომ არ წაიყვანა პეპმა, დიდი ამბავი თუ გრილიშს ჰქონდა 10, ვითომ სხვა ნომრით ვერ ითამაშებდა, თან გრილიში ისეთი სლე გამოდგა მაგას მესი ცალი ფეხით აჯობებდა

    უფასოდ რომც შეეთავაზებინა ვერ ითამაშებდა მაინც ესპანეთის კანონის მიხედვიც ხელფასის 50%-ზე ნაკლებს ვერ დაიკლებ დაედოთ ხელშეკრულება CVC-სთან და ითამაშებდა მესი არ უნდოდათ თურმე ეხლა კარგად აფორმებენ მაგ კონტრაქტს

  • EL MAESTRO 6
    schedule 12 თებ 2022, 02:06
    #1