workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: ბარსელონა დანი ალვესის დისკვალიფიკაციას გაასაჩივრებს

ოფიციალურად: ბარსელონა დანი ალვესის დისკვალიფიკაციას გაასაჩივრებს

ოფიციალური ინფორმაციით, “ბარსელონა” დანი ალვესის 2-მატჩიან დისკვალიფიკაციას გაასაჩივრებს.

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა წითელი ბარათი “ატლეტიკოსთან” 4-2 მოგებულ შეხვედრაში მიიღო. ამავე მატჩში მან დაბრუნების შემდეგ “კამპ ნოუზე” გამართულ პირველივე შეხვედრაში გაიტანა.

იმ შემთხვევაში, თუ 38 წლის ფეხბურთელის დისკვალიფიკაცია ძალაში დარჩება, ის “ბარსას” ოთხ მატჩს გამოტოვებს: “ესპანიოლთან” და “ვალენსიასთან” – წითელი ბარათის, “ნაპოლისთან” 2 შეხვედრას კი განაცხადში არ ყოფნის გამო. შესაბამისად, ალვესი “ბილბაოსთან” 28 თებერვალს გასამართ მატჩამდე ვერ ითამაშებს.

ჯერჯერობით უცნობია, როდის იქნება გასაჩივრების პასუხი დაკმაყოფილებული/უარყოფილი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 10 თებ 2022, 14:49

    ზუსტად ესეთ დარღვევაზე ბეილს უმტიტის წინააღმდეგ ყვითელიც კი არ მისცეს. და კიდევ ბევრს ლაპარაკობენ ჰალაზე ვიღაც ბარსას ფან მსაჯებზე.

  • M10 S9 D11
    schedule 10 თებ 2022, 03:52

    მაინც არ დაგვიკაყოფილებენ მაგ საჩივარს

  • me da barca
    schedule 10 თებ 2022, 02:54

    გასაჩივრებას როდის მოუტანია შედეგი. სულ, რომ 100% მართალი იყოს ბარსა, მაინც უკან არ წაიღებენ. აი დანი, რომ რეალუს ფეხბურთელი იყოს, მაშინ შეიძლება. ცბიერი, ბებერი მელა გაჩარხავდა, მე მაგის ოჯახი მოვიკითხე დღეში ცხრაჯერ. Totti10-თან უკაცრავად, მისი საყვარელი ადამიანი, რომ მოვიკითხე დიდი სიყვარულით. ჩემთვის ის გველია სისინა.

  • EL MAESTRO 6
    schedule 10 თებ 2022, 01:42

    არამგონია რომ დააკმაყოფილონ ბარსას საჩივარი, არადა როგორ გვჭირდება დანი😒