workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
შესაძლოა, ბარსელონამ Spotify-სგან ჯამში 650 მილიონი მიიღოს

შესაძლოა, ბარსელონამ Spotify-სგან ჯამში 650 მილიონი მიიღოს

“ბარსელონა” და Spotify შეთანხმებასთან ახლოს არიან. TV3-ის ინფორმაციით, კატალონიური კლუბი შვედურ კომპანიასთან კონტრაქტის საბოლოო დეტალებს ათანხმებს და გარიგება ოფიციალურად მალე დადასტურდება.

წყაროს თანახმად, “ბარსელონა” “კამპ ნოუს” სახელის უფლებას მაქსიმუმ 20 წლით გაყიდის, რომლის მიხედვითაც Spotify კლუბს ყოველწლიურად 20 მილიონ ევროს გადაუხდის მას შემდეგ, რაც სტადიონის რეკონსტრუქცია დასრულდება. მანამდე კი კომპანია არენის სახელის უფლების სანაცვლოდ მხოლოდ 5 მილიონს გაიღებს. Spotify-ს თავდაპირველად “კამპ ნოუს” სახელის უფლების 30 წლით ყიდვა სურდა, თუმცა შემდეგ “ბარსელონამ” ვადა 20 წლამდე შეამცირა. 

შეთანხმების მიხედვით, შვედური კომპანია “ბლაუგრანას” ქალთა და მამაკაცთა გუნდების მაისურებისა და სავარჯიშო ფორმების ნომრის მთავარი სპონსორი იქნება. თავდაპირველად, შეთანხმება რამდენიმე წელიწადზე იქნება გათვლილი, რომლის შემდეგაც პირობებზე ახლიდან მოილაპარაკებენ.

TV3-ის ცნობით, ამ სასპონსორო შეთანხმებიდან “ბარსელონამ”, შესაძლოა, ჯამში 650 მილიონი ევრო გამოიმუშაოს.

გასათვალისწინებელია, რომ შეთანხმების გაოფიციალურება საბოლოო დასტურს მაინც არ ნიშნავს. კლუბის წესდების მიხედვით, სასპონსორო გარიგება საბოლოოდ კლუბის დელეგატ წევრთა ასამბლეაზე უნდა დამტკიცდეს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 10 თებ 2022, 15:37

    TV3-ის ცნობით, ამ სასპონსორო შეთანხმებიდან "ბარსელონამ", შესაძლოა, ჯამში 650 მილიონი ევრო გამოიმუშაოს.
    არავინ ზუსტად არ იცის რამდენს გადაიხდის და როდის გაწყვიტავს კონტრაქტს, ასე რომ უაზრო განცხადებები არ არის საჭირო. აგერ რაკუტენიც გვეგონა მუდმივად იქნებოდა, მაგრამ იმათაც შემოელიათ რესურსი. ზარალზე ხო არ იმუშავებენ ბოლო-ბოლო.

  • M10 S9 D11
    schedule 10 თებ 2022, 03:48

    უუფ მშვენიერი მაყუთია

  • me da barca
    schedule 10 თებ 2022, 01:50

    ციტატა: Barca for life
    წელიწადში 20 მილიონი არაფერია, კი ბატონო რეკონსტრუქციისას ის 5 მილიონიც რაღაცაა მარა რეკონსტრუქციის შემდეგ 20 ნაღდად ცოტაა. აქამდე მგონი წელიწადში 90+ მილიონი გამოდიოდა 5 წლიანზე და ახლა 20ზე რანაირად უნდა ვიყოთ თანახმა მით7მეტეს საუბარია ერთიანად სპონსორობაზეც და სახელის გაყიდვაზე.
    არ ვიცი თავი რას მიარტყეს მაგრამ ძალიან ცუდი შემოთავაზება ჩანს.


    რაღაცა შეცდომა მგონია. ადრე ითქვა მარტო სპონსორობაში იხდიანო 50 თუ 60 მილიონს. 50 რომ ავიღოთ 20 წელიწადში 1 მილიარდი გამოდის. სტადიონის სახელზე არაფერს ვამბობ. თუ ეს სიმართლეა და 20 წელიწადში მხოლოდ 650 მილიონს იხდიან, მაშინ ეს დიდი შეცდომა იქნება, გასათვალისწინებელია ინფლაციაც და ფასების ზრდაც. 20 წლის განმავლობაში 3 ნეიმარის ფასი? აქაც 6 მილიონი გვაკლდება.

  • JasoN
    schedule 09 თებ 2022, 20:55

    ციტატა: Barca for life
    წელიწადში 20 მილიონი არაფერია, კი ბატონო რეკონსტრუქციისას ის 5 მილიონიც რაღაცაა მარა რეკონსტრუქციის შემდეგ 20 ნაღდად ცოტაა. აქამდე მგონი წელიწადში 90+ მილიონი გამოდიოდა 5 წლიანზე და ახლა 20ზე რანაირად უნდა ვიყოთ თანახმა მით7მეტეს საუბარია ერთიანად სპონსორობაზეც და სახელის გაყიდვაზე.
    არ ვიცი თავი რას მიარტყეს მაგრამ ძალიან ცუდი შემოთავაზება ჩანს.


    ადრე იხდიდნენ და დღეს აღარ იხდიან. მითუმეტეს იციან რომ კრიზისი გაქვს და სხვა გამოსავალი არ არის გინდა არ გინდა ამაზეც დათანხმდები

  • EL MAESTRO 6
    schedule 09 თებ 2022, 20:30

    აი ეს უკვე თემააა, საღოლ ლაპო🔥🔥🔥