workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რობერტოს გარემოცვა მიიჩნევს, რომ ბარსელონას კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს

რობერტოს გარემოცვა მიიჩნევს, რომ ბარსელონას კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს

სერჟი რობერტოს კონტრაქტის გახანგრძლივების პროცესი დიდხანს გაიწელა. “ბარსელონა” მესამე კაპიტანთან შეთანხმებას ჯერ კიდევ ვერ ახერხებს. მუდმივად ვხვდებით ინფორმაციას, რომ მხარეები მუშაობას აგრძელებენ, თუმცა შეთანხმებამდე საქმე ჯერ არ მისულა.

ჟურნალისტ ანდრეა ალბეტსის ინფორმაციით, 30 წლის ფეხბურთელის გარემოცვა ფიქრობს, რომ კატალონიური კლუბი პროცესს ხელოვნურად აჭიანურებს. მათ სჯერათ, რომ “ბარსას” ხელშეკრულების გახანგრძლივება არ სურს და პესიმისტურად არიან განწყობილნი.

იმავე წყაროს თანახმად, რობერტოს წარმომადგენლებს მიმდინარე კვირაში კლუბის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა სურს.

როგორც მანამდე იწერებოდა, მოლაპარაკებების პროცესი ზამთრის გადატვირთული სატრანსფერო ფანჯრის გამო შეფერხდა და ახლა “ბარსელონასთვის” შეთანხმება პრიორიტეტულია. 

ესპანელის კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს იწურება. გახანგრძლივების შემთხვევაში, სერჟი ანაზღაურებას დაიკლებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • Iniesta_8
    schedule 09 თებ 2022, 18:19

    წადი რა მოვშორდი. მომავლის გუნდში ამას რა უნდა.

  • Maradona
    schedule 09 თებ 2022, 17:55

    მაქსიმუმი არის ვალენსია ან სევილიას დონე ისით თუ გაქაჩა არამგონია, ლამასილი როა რო იცი თორე, პასის კულტურა ამასარაქვს, სისრაფეში ამის იმედი არუნდა გქონდეს ნებისმიერ ასწრებს, ამის გამო დაცვაში არაფერში უქნია ღმერთს, ერთი დაცვიდან ბურთის ამიტონა და ვსო მერე იქ ფანტაზია ნოლი , კარიერაში ორი რამე აქვს გაკეეთებული რეალათან და პარიზთან სხვა , ერთი ამის უნივერსალობა ვინც დააბრალა. აგერ ასპილიკუეტას მოიყვანენნ ჭკვიანიცაა და ყველა ასპექტში უკეთესი.გასაყიდია კაი ხანია უკვე.

  • GiorgiM86
    schedule 09 თებ 2022, 17:30

    პირველ რიგში ეს იყო, არის და იქნება გასაშვები. ასეთი დაბალი დონის მოთამაშე არც მახსენდება ბარსას ისტორიაში 🙁 უნიჭო, უინტელექტო, მოედანზე სუსლიკი. არც პასი ეხერხება, არც გოლი, არც დრიბლინგი. კლასიკური მძორი 🙁 არც ეტყობა ამის არ ყოფნა გუნდს, არც არასდროს ეტყობოდა 🙁

  • me da barca
    schedule 09 თებ 2022, 17:05

    რობერტოს არ ყოფნა, როგორც ახლა არ ეტყობა გუნდს, ისე არც მომავალში დაეტყობა. ამის ადგილას მე ახალი გუნდის ძიებას დავიწყებდი.

  • nika 54
    schedule 09 თებ 2022, 16:57

    ძალიან გამჭრიახი გარემოცვა ყოლია რობერტოს. საწყენია თვითონ თუ ვერ ხვდება ამას.