“ბარსელონას” სათადარიგო მეკარე, ნეტუ სავარაუდოდ ზაფხულში კლუბს დატოვებს, კატალონიელები კი მის შემცვლელს ეძებენ.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსა” ერთ-ერთ ვარიანტად “გრანადის” კარის დარაჯს, ლუის მაქსიმიანოს განიხილავს.
“ბარსელონას” ყოფილი სპორტული დირექტორი, რამონ პლანესი 23 წლის მეკარეს, რომელიც “გრანადას” გასულ ზაფხულში “სპორტინგიდან” შეუერთდა, ჯერ კიდევ პორტუგალიურ გუნდში თამაშისას აკვირდებოდა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა. მაქსიმიანომ ლა ლიგის გასულ ტურში, მადრიდის “რეალის” წინააღმდეგაც შესანიშნავი თამაში აჩვენა.
ახალგაზრდა მეკარეს “გრანადასთან” კონტრაქტი 2025 წელს ეწურება. Transermarkt მას 7 მილიონ ევროდ აფასებს.
მერე არ გაეშვათ პენია ან ტენასი დააყენონ მეორე მეკარედ
მეკარეზე ფიქრი როცა დაცვა ვერ არის დონეზე ცოტა ნაადრევი მგონია, ყოველშემთხვევაში მეკარეები არც ისე ძვირები არ ღირს და თუ დაგვჭირდა მოულოდნელად(მაგალითად თუ ტერშტეგენმა და ნეტუმ ერთად მიიღეს ტრამვა) ადვილად შევიძენთ.
ასეთი ახალგაზრდა მეკარე სკამისთვის არ მემეტება რატომღაც