workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონას განრიგი თებერვალში

ბარსელონას განრიგი თებერვალში

“ბარსელონას” საკმაოდ დატვირთული თებერვალი ელის. გუნდი მიმდინარე თვეში 6 შეხვედრას გამართავს, რომელთაგან სამი საკუთარ მოედანზე იქნება, სამი კი გასვლაზე. “ბარსა” საკმაოდ რთულ და პრინციპულ მეტოქეებს დაუპირისპირდება. ხოლო რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კატალონიელები ევროპა ლიგაზე გამოსვლას დაიწყებენ.

გთავაზობთ “ბლაუგრანას” მატჩების განრიგს თებერვლის თვეში:

ლა ლიგა, 6 თებერვალი, 19:15 საათი – შინ “ატლეტიკოსთან”

ლა ლიგა, 13 თებერვალი, 23:55 საათი – სტუმრად “ესპანიოლთან”

ევროპა ლიგა, 17 თებერვალი, 21:45 საათი – შინ “ნაპოლისთან” 

ლა ლიგა, 20 თებერვალი, 19:15 საათი – სტუმრად “ვალენსიასთან”

ევროპა ლიგა, 24 თებერვალი, 23:55 საათი – სტუმრად “ნაპოლისთან”

ლა ლიგა, 27 თებერვალი, 23:55 საათი – შინ “ატლეტიკთან”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (12)

  • nika 54
    schedule 04 თებ 2022, 15:36

    ციტატა: frenkie dejong21
    ბილბაოს საღოოლ
    ბარსაც გამოაგდო და რეალიც თან დააყოლა


    მე სხვა რამე უფრო მაინტერესებს, სულ რო სახლში თამაშობს და ჩვენ სულ სტუმრად რა პონტია? ორი წელია ბილბაოში გვათამაშებენ და რატომ, ერთს რო გასვლაზე ვითამაშებთ მეორე მაინც არ გვეკუთვნის სახლში? სახლში რო ვერ მოგვიგებდა ხო ცხადია. საერთოდ რატომ გააუქმეს ორ-ორი შეხვედრა კარგი როცა 4 ლიგელებს ვეთამაშებით, მაგრამ ტოლ-სწორ ბილბაოსთან სულ სტუმრად რატომ გვათამაშებ? მეოთხედფინალიდან მაინც დანიშნონ ორ-ორი თამაში.

  • JasoN
    schedule 04 თებ 2022, 12:37

    ურთულესი კალენდარი გვაქვს

  • GiorgiM86
    schedule 04 თებ 2022, 11:06

    რა ლამაზად ჩაუდეს ხახაში პაპა კარლოს ბასკური სარდელი 🙂 🙂 ჰალაზე ალბათ შოკშია ხალხი 🙂

  • EL MAESTRO 6
    schedule 04 თებ 2022, 10:02

    ბილბაო მაგარი გუნდია რა, ჯერ ხომ დასაფასებელია ის ფაქტიც რომ მარტო იქაურები აჰყავთ გუნდში (ბასკები) ამას ყველა ვერ გაბედავს, და ამისდა მიუხედავად რა კარგი გუნდია, გრანდებს ტოლს არ უდებს, არამარტო ანგარიშით თამაშითაც ჯობიან, როგორც ჩვენ გვაჯობეს ისე აჯობეს რეალსაც ( ჩვენ უკეთ ვითამაშეთ), ამ თვეში კიდე გვიჭევს მაგათთან დაპირისპირება და იმედია მოვიგებთ, მაგრამ მაგ დროისთვის გუნდი გადაღლილი იქნება, თან იმასაც გააჩნია წინა თამაშებში რას ვიზამთ, visca barca

  • rivaldo80
    schedule 04 თებ 2022, 04:14

    აქ რომ აკრიტიკებთ გუნდს დღე და ღაამე ერთი ჩართეთ ბილბაო რეალი გამოაგდეს ლამაზად…))))))) არც შევადარებ ჩვენ უფრო ვიომეთ.

  • frenkie dejong21
    schedule 04 თებ 2022, 03:59

    ბილბაოს საღოოლ
    ბარსაც გამოაგდო და რეალიც თან დააყოლა

  • MARI=BARCA-fan
    schedule 04 თებ 2022, 02:16

    ციტატა: Davita

    ციტატა: Griezzy7
    ეს არის ყველაზე ძლიერი შემადგენლობა ჩემი აზრით დღევანდელი მონაცემებით… იმედია ფრენკი ათამაშდება, ძაან გვჭირდება მაგის კარგი ფორმა

    დეპაი-ობამეიანგი-ტორესი
    ფრენკი-ბუსკეცი-პედრი
    ალბა-პიკე-არაუხო-ალვეში
    ტერ შტეგენი


    რა დეპაი თუ ძმა ხარ 0 ზე უფრო დაბალი დონისაა, საერთოდ სხვა პლანეტაზე დარბის, დეპაის დაყენებას ისევ გონებაჩლუნგი დემბელე ჯობია, გაამწვავებს მაინც. შეტევაში ჯობია იყოს ადამა ობამა ტორესი, თუ ადამა ჩაისვრის მაშინ ობამა ბრაითა ტორესი, საკმაოდ დიდი არჩევანია მოკლედ


    ეწერა უკვე – შეტევა: ობა, ტორესი, ადამა

  • EL MAESTRO 6
    schedule 04 თებ 2022, 01:28

    Griezzy7,
    დეპაიმ კარგად დაიწყო მაგრამ მერე თავისით აურია, როგორც ყოველთვის ყველა გუნდში ეგრეა, მაგ რვიდან 3 პენალტია გატანილი და დანარჩენი 5 კიდე ექნებოდა განატანი ტიპი თამაშს არ მაზავდა, არც ენერგია უვარდა, ერთი ტაიმის მერე უკვე მკვდარივითაა მოედანზე, ფორვარდად როცა აყენია ხო საერთოდ ვერ გაიგებ მოედანზე თუა, თან საშინელი მაზილაა და ახლა ეს ტრამვებიც დაემატა, არ ვიცი რამდენად მოახერხებს თუნდაც ფატისთვის კონკურენციის გაწევას, ის რომ დაბრუნდება და ფორმაში შევა დეპაის ძირითადს არ გააკარებს საერთოდ

  • DesmondHume
    schedule 04 თებ 2022, 00:25

    როგორმე ეს თვე ტრავმების გარეშე უნდა გადავაგოროთ და ამ თამაშებიდან 4-5 მაინც უნდა მოვიგოთ, მათ შორის ნაპოლის უნდა გავცდეთ, აი მერე უკვე ამოისუნთქებს გუნდი შედარებით

  • Davita
    schedule 03 თებ 2022, 23:16

    ციტატა: Griezzy7
    ეს არის ყველაზე ძლიერი შემადგენლობა ჩემი აზრით დღევანდელი მონაცემებით… იმედია ფრენკი ათამაშდება, ძაან გვჭირდება მაგის კარგი ფორმა

    დეპაი-ობამეიანგი-ტორესი
    ფრენკი-ბუსკეცი-პედრი
    ალბა-პიკე-არაუხო-ალვეში
    ტერ შტეგენი


    რა დეპაი თუ ძმა ხარ 0 ზე უფრო დაბალი დონისაა, საერთოდ სხვა პლანეტაზე დარბის, დეპაის დაყენებას ისევ გონებაჩლუნგი დემბელე ჯობია, გაამწვავებს მაინც. შეტევაში ჯობია იყოს ადამა ობამა ტორესი, თუ ადამა ჩაისვრის მაშინ ობამა ბრაითა ტორესი, საკმაოდ დიდი არჩევანია მოკლედ

  • La Pulga10
    schedule 03 თებ 2022, 23:02

    დაგვერხა,ძაან რთული კალენდარია,მაგრამ ეს თუ დავძლიეთ დადებითი შედეგით მერე უფრო მარტივი იქნება.

  • EL MAESTRO 6
    schedule 03 თებ 2022, 23:02

    აუფ როგორაა მიყრილი თამაშები😕, თან რა სირთულის,, ატლეტიკო,ესპანიოლი(დერბია და თან გასვლაზე, ნაპოლი, ვალენსია,ნაპოლი და სამხეცეთი ბილბაო