დღეს “ბარსელონაში” პიერ-ემერიკ ობამეიანგის პრეზენტაცია შედგა – კლუბის ახალწვეული, რომელმაც კატალონიურ გრანდთან კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა, 25-ნომრიან მაისურს მოირგებს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, გაბონელს ამ მაისურის ტარებით დამატებითი გამოწვევა ელის – ის შეეცდება, “ბარსაში” 25 ნომრის “წყევლა” მოხსნას, ვინაიდან, აღნიშნული ნომრით “ლურჯ-ბროწეულისფერთა” რიგებში ლონდონის “არსენალის” ორ ყოფილ ფეხბურთელს – ალექს სონგსა და ტომას ვერმალენს – უთამაშია, თუმცა, მათ წარმატებას ვერ მიაღწიეს.
როგორც მოსალოდნელია, ობას დებიუტი 6 თებერვალს, მადრიდის “ატლეტიკოს” წინააღმდეგ ექნება. AS-ის ცნობით, ჩავი ერნანდესი აპირებს, ის სასტარტოში დააყენოს. მას შეტევაში ფერან ტორესი ნამდვილად შეუწყვილდება, მესამე თავდამსხმელი კი, შესაძლოა, ადამა ტრაორე იყოს, მაგრამ ყველაფერს იმაზეა დამოკიდებული, თუ რა გადაწყდება უსმან დემბელესთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ პიერს “კამპ ნოუზე” უთამაშია – 2019 წლის გამპერის თასზე, “არსენალის” რიგებში მან “ბარსას” გოლი გაუტანა, თუმცა, მასპინძლებმა საბოლოოდ, ანგარიშით, 2-1 იმარჯვეს (კატალონიელებმა ეინსლი მეიტლენდ-ნაილზის ავტოგოლისა და ლუის სუარესის გოლის წყალობით მოიგეს).
ასევე, საინტერესოა, რომ, The Athletic UK-ის მტკიცებით, “არსენალი” მომავალ ზაფხულამდე ობამეიანგისათვის ხელფასის ნაწილის გადახდას გააგრძელებს, რის შემდეგაც მასზე პასუხისმგებლობას სრულად “ბლაუგრანა” აიღებს.
რატომაა წყევლა? საიდან მოიტანეთ? აბა ლეოს რო 10-იანი ეცვა და რონალდინიოს და მარადონას თუ რონალდოს ასევე ათიანები არ იყო ალბათ წყევლა, მაგრამ ფატის ჩააცვეს და აგერ ბატონო. ეხლა როგორ ვთქვათ ბედნიერი 10-იანი ფატიმ დაწყევლაო? ან დემბელეს 7-იანი ვინ დაუწყევლა, რო ვერაფერს შვრება.
წყევლა არა ტოროლა
ეს რა ცრუ რწმენებია
მოიცა, მესის, რომ ცმოდა ვეღარ ითამაშებდა?
მაისურს ხელი, რომ მოკიდო ადვილი საქმე ხომ არ გგონია, თანაც 3 თითით.
აბაა, კრუიფის არაფერი აცხია, მემგონი კაიფშია გაკეთებული ეს მელოტი, მამამისი ახალგაზრდობაში სიმპატიური მაინც იყო და ეს რავა არაფერში დაემსგავსა, თამაშზე და საფეხბურთო ფილოსოფიებზე ზედმეტია საუბარი, აშკარად კრუიფის შვილია რომაა მხოლოდ ეგ აკავებს აქ ამდენი ხანი, მაგრამ მამამისისდა დიდი პატივისცემის მიუხედავად გასაშვებია გუნდიდან
ეხლა დავაკვირდი კრუიფის ნაწკრეტიც ყოფილა ფოტოზე, რა არაფრის მომცემია ტიპი ხან სად შეტენეს ხან სად მარა ყველგან პიტალოა
სონგის რა გითხრათ და ვერმენი დონე იყო უბრალოთ ტრავმებმა გააწამეს
არადა თამაშის მხრივ დემბელე გამოსწორდა გონებრივად და*ლევდა
წყევლა შვიდიანს რო აქ ისეთი უნდა. პედრომ ჩაიცვა ძირითადიდან ამოვარდა და გაიყიდა, გრიზმანმა ჩაიცვა გამოსირდა, დემბელემ ჩაიცვა და დედა ეტირა ამდენი წელი იყო ლეკვივით აიღო შვიდი და ტრაკშია მისი საქმე. 25 ვინც აიღო ერთი ტრამვიანი იყო თავიდანვე და მეორე როგორც ამობს აყენებულზე მეკიდა თამაშიო