“ბარსელონას” ახალი სპონსორი, დიდი ალბათობით, Spotify გახდება – აღნიშნული კომპანია “ბარსას” სპონსორობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.
Sport-ის ინფორმაციით, შვედურმა კომპანიამ, შესაძლოა, კატალონიური კლუბის მაისურსა და სავარჯიშო ფორმაზე რეკლამირებისა და “კამპ ნოუს” სახელის უფლებების მოსაპოვებლად, “ლურჯ-ბროწეულისფერებს” წლიურად 100 მილიონი ევრო შესთავაზოს.
წყაროს ცნობით, “ბლაუგრანას”, ეკონომიკური მდგომარეობის სრულად გამოსასწორებლად, Spotify-სთან გრძელვადიანი (15-30-წლიანი) კონტრაქტის გაფორმება სურს, თუმცა, ამ შემოთავაზებას შვედები უარყოფენ.
100 მილიონი ყველაფერში ერთად? როგორც მახსოვს მარტო ფორმების და გუნდის რეკლამაში დებდნენ 80 მილიონს. და სტადიონის სახელი 20-ზე მეტი არა ღირს? კამპ ნოუა ბოლო ბოლო ბეშიქთაშის სტადიონი ხო არ არის.
ოჰოოო,ესენი აღარც ხუმრობენ, ამ ზაფხულში 100 ლინი და ჰოლანდის მაყუთი ადვილად იქნება