workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსამ ენდრიკს შეთავაზება გაუკეთა – 15 წლის ფეხბურთელმა ბრწყინვალე მაკრატელა გაიტანა | ვიდეო

ბარსამ ენდრიკს შეთავაზება გაუკეთა – 15 წლის ფეხბურთელმა ბრწყინვალე მაკრატელა გაიტანა | ვიდეო

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ცნობების თანახმად, “ბარსელონას” სკაუტი, “პალმეირასის” 21-წლამდელთა გუნდში მოასპარეზე 15 წლის ფეხბურთელს, ენდრიკს სან პაულუს იუნიორთა ტურნირზე აკვირდება.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ლურჯ-ბროწეულისფერებმა” ბრაზილიელი ტალანტთან დაკავშირებით “პალმეირასს” შეთავაზება უკვე გაუკეთეს – კატალონიელებს სურთ, ახალგაზრდა მოთამაშე გაიფორმონ, თუმცა, სრულწლოვანებამდე მის ამჟამინდელ კლუბში დატოვებას აპირებენ.

“ბარსას” გარდა, 15 წლით ტალანტით “მანჩესტერ სიტი”, “რეალი” და პსჟ ინტერესდებიან.

აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებულ ტურნირზე  ენდრიკმა “ოესტეს” ბრწყინვალე მაკრატელა დარტყმით საჯარიმოს გარედან გაუტანა და გოლი ძალიან ემოცურად, ე.წ. ‘Knee Slides’-ით აღნიშნა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • Bakero
    schedule 20 იან 2022, 18:14
    #7

    აჰა ხომ ვთქვი კაი ბიჭია და მოსაყვანია მეთქი ! ეს და ხულიან ალვარესი არ უნდა გაუშვან ხელიდან

  • El pistolero 9
    schedule 20 იან 2022, 17:42
    #6

    მოიყვანეთ!!

  • EL MAESTRO 6
    schedule 20 იან 2022, 17:40
    #5

    ციტატა: nika 54
    მომკალით და არ მომწონს ეს საზღვარს გადაცილებული ზეიმი გოლზე, თუ რაღაც სასწაულ თამაშში გადამწყვეტს არ გაიტან. აქ კი ჩანს რო გუნდი 3-0 იგებდა, და 4-0 გახდა. გაიხსენეთ ლეოს გოლების აღნიშვნა. წყნარად, პირჯვარი და მადლობა ღმერთს .


    ჯერ ერთი 2-0 ია იყო ანგარიში, მერე მეორედა საჯარიმოს გარედან რომ მაკრატელას გაიტან გაგიხარდება აბა რა იქნება, მერე მესამე ყველა მესი ვერ იქნება ერთი მესი დაიბადა და მეტი აღარ დაიბადება, მერე მეოთხეც ეგეთი მხეცული აღნიშვნაც არ იყო უბრალოდ გასრიალდა, აი ზედმეტი ისაა ბაიერნი რომ მერვე გოლს გაიტანს და მიულერს გოლის ავტორზე მეტად რომ უხარია და აღნიშნავს

  • iniesta
    schedule 20 იან 2022, 16:48
    #4

    ძაან სწრაფია და კაი დრიბლინგიც აქ

  • Ronaldinho..
    schedule 20 იან 2022, 16:38
    #3

    ვაუ)

  • nika 54
    schedule 20 იან 2022, 16:38
    #2

    მომკალით და არ მომწონს ეს საზღვარს გადაცილებული ზეიმი გოლზე, თუ რაღაც სასწაულ თამაშში გადამწყვეტს არ გაიტან. აქ კი ჩანს რო გუნდი 3-0 იგებდა, და 4-0 გახდა. გაიხსენეთ ლეოს გოლების აღნიშვნა. წყნარად, პირჯვარი და მადლობა ღმერთს .

  • EL MAESTRO 6
    schedule 20 იან 2022, 16:34
    #1

    ეეუუუფ😱😱😱😱, ეს პირდაპირ პირველ გუნდში ხოარ დავარეგისტრიროთ🤣🤣🤣, არაა ეს ხელიდან გასაშვები და მოიყვანონ აუცილებლად, მერე ერთ 4 წელიწადში ვნახავთ რას იზავს