workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი დემბელეზე საუბრობს: ის მეუბნება, რომ გახანგრძლივება და დარჩენა სურს

ჩავი დემბელეზე საუბრობს: ის მეუბნება, რომ გახანგრძლივება და დარჩენა სურს

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა ბილბაოს “ატლეტიკთან” მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე უსმან დემბელეს სიტუაციაზე ისაუბრა და დაადასტურა, რომ ფრანგს კონტრაქტის გახანგრძლივება სურს.

ჩვენ ძალიან კომპლექსურ და რთულ სიტუაციაში ვართ. ორი გამოსავალია: უსმანმა ან კონტრაქტი უნდა გაახანგრძლივოს, ან კლუბი უნდა დატოვოს. ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ.

დემბელე მეუბნება, რომ გახანგრძლივება და კარიერის “ბარსელონაში” გაგრძელება სურს. მე მკაფიო პოზიცია მაქვს: ის ან გაახანგრძლივებს, ან გამოსავალი უნდა მოიძებნოს, რადგან საბოლოოდ გადაწყვეტილება კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მივიღოთ. 

მე მიკვირს, როგორ შეიძლება, უსმანი ამბობდეს, რომ გახანგრძლივება სურს, მისი აგენტი კი იმას ამბობდეს, რაც გუშინ თქვა.

ფეხბურთელმა ცოტათი კლუბზეც უნდა იფიქროს.

უსმანს ჩემთვის იმედი არ გაუცრუებია.

დემბელეს აგენტმა, მუსა სისოკომ გუშინ “ბარსელონა” გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ კლუბი უსმანს საკუთარი შეცდომების გამო კარგავს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • El pistolero 9
    schedule 20 იან 2022, 01:40

    მაგარი ჩამოსხმა აგენტი ყავს ისე ამას და თვითონ ორი იმდენია.

  • me da barca
    schedule 19 იან 2022, 18:36

    თუ გაახანგრძლივებს აქედან იმ სიკოს ალბათ ბევრი არ შეხვდება. თუ სხვაგან გადავა უფასოდ, მაშინ ბევრს დასტყუებს ახალ გუნდს და იმას მიაწვება, რომ ეს ჩლუნგი უფასოდ მოვიდა. მეორე ვარიანტი აწყობს რა თქმა უნდა და ამ ლენჩს ისე ათამაშებს როგორც უნდა. თან არ ეუბნება, რომ დაუნია და აჯერებს, რომ ბურთის ვირტუოზია და მაღალი ხელფასი და სათანადო დაფასება გეკუთვნისო. თუ არ გაახანგრძლივებს ამას 100%-ით ინანებს, როგორც ლეღვის მურაბას დაემართა.

  • xavi73
    schedule 19 იან 2022, 17:48

    ვის აბოლებენ აბა, საღოლ ჩავი ასე უნდა თქვა ყველაფერი რომ ყველამ გაიგოს რა ჩოიცაა და ამდენი ტრამვების მერე ასე არაკაცულად ექცევა გუნდს და ვნახოთ სხვაგან რასიზანს ამის უფანტაზიო..

  • Moriba
    schedule 19 იან 2022, 17:48

    🗣 ჩავი დემბელეზე:

    • “სიტუაცია არც ისე მარტივადაა. კლუბმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო, თუ ფეხბურთელი კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, ამას რთული გაგრძელება მოჰყვება. უსმანს და მის აგენტს თვეებია ვესაუბრებით, თუმცა მეტის მოთმენა შეუძლებელია, ან კონტრაქტის გახანგრძლივება ან კლუბიდან იანვარშივე წასვლა, ესაა კლუბის საბოლოო გადაწყვეტილება.”

    • “მან იცის კლუბის ახალი პროექტის შესახებ, აქვს ჩემი ნდობა, აცხადებს რომ კლუბში სურს დარჩენა, მაგრამ კონტრაქტს ხელს არ აწერს.”

    • “მან ან უნდა მოაწეროს კონტრაქტს ხელი ან კლუბი ახლავე დატოვოს. მას ტრიბუნაზე მთელი 6 თვე ვერ დავტოვებ. გაუგებარი სიტუაციაა, დარჩენა თუ სურს, კონტრაქტი უნდა გაგრძელდეს ჩვენი პირობებით.”

    • “ფეხბურთელმა პირად საუბარში მითხრა, რომ ბარსელონაში სურს კიდევ დიდი ხნით დარჩენა, მაგრამ მისი და აგენტის ქცევები სხვა რამეზე მეტყველებს.”

    #POSTVტრანსფერები