“ბარსელონა” “რაიო ვალიეკანოს” მეკარის, სტოლე დიმიტრიევსკის შეძენით სერიოზულად ინტერესდება. Sport-ის ინფორმაციით, კატალონიური კლუბი მაკედონიელ კარის დარაჯს ნეტუს შეცვლის მთავარ კანდიდატად განიხილავს.
წყაროს თანახმად, 28 წლის ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 6 მილიონი ევროა. მისი შეძენა არაერთ კლუბს სურს, თუმცა თავად დიმიტრიევსკი ლურჯ-ბროწეულისფერი ფორმის მორგებას არჩევდა.
დიმიტრიევსკი “რაიო ვალიეკანოში” 2019 წელს “ჟიმნასტიკიდან” გადავიდა. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 18 შეხვედრაში 18 გაშვებული გოლი და 6 მშრალად შენახული კარია.
ნეტუს “ბარსელონას” დატოვება ზამთარშივე სურს. ბრაზილიელს თამაშის შანსი თითქმის არ ეძლევა, რითაც ბედნიერი არაა, თუმცა კატალონიელები მას მხოლოდ ხელსაყრელი შემოთავაზების მიღების შემთხვევაში შეელევიან.

მერე დააჩქაროს თვითონ ნეტუმ გუნდის ძიება, დავიჯერო 6 მილიონზე მეტს არ მოგვცემენ?
მე დმიტროვიჩი მომწონს ძაან. სევილიას მეორე მეკარეა და ვფიქრობ ბარსაში გადმოსვლა არ იქნება მისთვის ურიგო შეთავაზება
მამარდა დავითრიოთ
ესკარგი მეკარეა მაგრამ ისეთი გვინდა ვინც ძირითადისთვის იქნება და ამ დირკშტეგენს გაგვაყიდინებს
სილესენს კორონა აქ ეშველა მამარდაშვილს იმედია დააყენებს მამარდას და არა იმ მეორე მეკარეს
ნეტუ უნდა გავუშვათ უეჭველი და 6 მლნ ეს ნაჩუქარია თან პენლებს კარგად იღებს
ემი მარტინესი მაიტათ