workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბუსკეტსის პრესკონფერენცია რეალთან მატჩის წინ

ბუსკეტსის პრესკონფერენცია რეალთან მატჩის წინ

“ბარსელონას” კაპიტანმა, სერხიო ბუსკეტსმა ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალში “რეალთან” გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა:

ჩვენ სეზონის პირველი ტიტულისთვის ვთამაშობთ და ხვალინდელ შეხვედრას დიდი ენთუზიაზმითა და თავდაჯერებით ვხვდებით. ძალიან მჭიდრო თამაში იქნება.
ჩვენ ახალ ეტაპს ვიწყებთ, ახალი მწვრთნელითა და ბევრი ახალგაზრდა მოთამაშით.
მართალია, რომ “რეალი” ლა ლიგაში ბევრი ქულით გვისწრებს, მაგრამ ეს სხვა ტურნირია და ეს მატჩი გამორჩეულია.
წინა “კლასიკოსგან” განსხვავებით, ახლა უკეთეს ფიზიკურ ფორმაში ვართ.
ჩვენი სტილის უნდა ვიწამოთ, ბურთი ვაკონტროლოთ და შანსები შევქმნათ. ეს დიდებული დაპირისპირებაა და რთული თამაში იქნება, თუმცა დარწმუნებულები ვართ, რომ კვირას ფინალში ვითამაშებთ.
მოგება თავდაჯერებულობას შეგვმატებს და ფინალში გაგვიყვანს, რაც ტიტულის მოსაგებად აუცილებელია. გუნდი ბევრად უკეთესია და მოთმინება გმართებთ.

“ელ კლასიკოში” ყველაფერი თანაბარია, მიუხედავად იმისა, თუ რა განსხვავება შეიძლება არსებობდეს გუნდებს შორის ჩემპიონატში.

არ მაინტერესებს, თუ ხალხი ფიქრობს, რომ “რეალი” ფავორიტია.

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ “ლა მასიას” ფეხბურთელები პირველ გუნდში კვლავ მოდიან. მათზე ზეწოლა არ უნდა მოვახდინოთ. მათი ნიჭითა და მონდომებით უნდა ვისარგებლოთ.
ჩვენ უფრო მშვიდები უნდა ვიყოთ, ბურთი ვაკონტროლოთ და ნაკლები გოლი გავუშვათ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 12 იან 2022, 15:00

    კარგად ილაპარაკა, ნეტა თამაში გამოვიდეს შედეგს აღარ ვდარდობ.

  • El pistolero 9
    schedule 12 იან 2022, 01:16

    წარმატებები ბიჭებო. მჯერა რომ გამარჯვება შეგვიძლია. აბა თქვენ იცით. ბევრჯერ ყოფილა ბარსა რეალზე სუსტი შემადგენლობით, მაგრამ ყველაფერი დაგვიდია მოედანზე და მოგვიგია. ასე უნდა იყოს ახლაც

  • me da barca
    schedule 12 იან 2022, 01:08

    მოვიგებთ უეჭველი თუ 15 წუთიდან, 11 ნაცვლად 9 ფეხბურთელით დარჩება რეალი. ერთერთი ის ბრაზილიელი ზანგი უნდა იყოს, პირი უნიტაზივით, რომ აქვს.

  • kanja
    schedule 11 იან 2022, 20:15

    გეყოფათ ტრაბახი, საქმით დაამტკიცეთ…