workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბიუროკრატიული პრობლემები მოგვარებულია – აბდე გუნდთან ერთად საუდის არაბეთში გაემგზავრება

ბიუროკრატიული პრობლემები მოგვარებულია – აბდე გუნდთან ერთად საუდის არაბეთში გაემგზავრება

გასული წლის 14 დეკემბერს, საუდის არაბეთში, “ბარსელონამ” დიეგო არმანდო მარადონას თასზე “ბოკა ხუნიორსთან” ამხანაგური შეხვედრა გამართა.

აღნიშნულ მატჩში მონაწილეობა, ბიუროკრატიული პრობლემების გამო, “ბარსას” ახალგაზრდა ფეხბურთელმა, აბდე ეზალზულიმ ვერ მიიღო – მაროკოელი შემტევი არაბეთში არ გამგზავრებულა.

AS-ის ინფორმაციით, ეს საკითხი, რომელიც არა მაროკოსა და საუდის არაბეთს შორის დიპლომატიურ პრობლემებს, არამედ მხოლოდ დოკუმენტებს უკავშირდებოდა, მოგვარებულია.

ეს ნიშნავს, რომ ეზალზული ესპანეთის სუპერ თასზე (რომელიც ასევე საუდის არაბეთში ჩატარდება) სათამაშოდ გუნდთან ერთად გაემგზავრება და “რეალთან” მატჩისათვის მზად იქნება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 10 იან 2022, 16:16

    მოგვიგია და ეგაა.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 09 იან 2022, 21:08

    თავიდანვე არ მომწონდა ეს, არაფერი ეს არ არის,მალე უნდა გაუშვან სარფიანად😒