workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დანი ალვესის შესანიშნავი მაჩვენებელი და სხვა სტატისტიკები გუშინდელი მატჩიდან

დანი ალვესის შესანიშნავი მაჩვენებელი და სხვა სტატისტიკები გუშინდელი მატჩიდან

“გრანადასთან” გუშინ გამართულ შეხვედრაში დანი ალვესმა ლა ლიგაში 5-წლიანი პაუზის შემდეგ ითამაშა და შესანიშნავი შთაბეჭდილებაც დატოვა.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, გარდა იმისა, რომ ვეტერანმა ბრაზილიელმა ბრწყინვალე მენტალიტეტი კვლავ გამოავლინა, მან გუნდს ბურთი, ჟორდი ალბასთან ერთად, ყველაზე მეტჯერ დაუბრუნა – ორივე მათგანმა ტყავის სფერო მეტოქეს 10-ჯერ წაართვა.

ამავე წყაროს ცნობით, იმ 8 გოლიდან, რომელიც “ბარსამ” პრიმერა დივიზიონში ჩავის ხელმძღვანელობის დროს გაუშვა, 5 – სტანდარტული მდგომარეობიდან მოდის. ჯამში, ასეთ სიტუაციებში კატალონიელებმა 10 გოლი გაუშვეს, რაც ესპანეთის ჩემპიონატში ყველაზე მეტია. აქედან აშკარად ჩანს, რომ გუნდს ამ ასპექტში მომატება მართებს.

როგორც MD იტყობინება, “ბარსელონამ” ჩემპიონატში მიმდინარე სეზონში ბოლო 15 წუთში 7 ქულა დაკარგა: “სელტასთან” “ბარსამ” ქულა მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-6 წუთზე დაკარგა, “ბეტისთან” ერთადერთი გოლი 79-ე წუთზე გაუშვა, “ოსასუნამ” გამათანაბრებელი გოლი მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე გაიტანა, “გრანადამ” კი წონასწორობა ბოლოსწინა წუთზე აღადგინა.

ასევე, საინტერესო სტატისტიკას ავრცელებს OptaJose, რომელიც იუწყება, რომ “ბლაუგრანამ” ლა ლიგის მიმდინარე სეზონში თავით 8 გოლი გაიტანა, რაც დანარჩენ 19 კლუბს შორის საუკეთესო შედეგია. ამასთან, 2021/22 წლების სეზონში “ლურჯ-ბროწეულისფერებმა” თავური დარტყმით უკვე იმაზე მეტი გოლი გაიტანეს, ვიდრე მთლიანად გასულ სეზონში (7).

შეგახსენებთ, ლუკ დე იონგმა ბოლო ორ ლა ლიგურ მატჩში თავით 2 გოლი გაიტანა, გუშინდელ შეხვედრაში კი მას ასისტი დანი ალვესმა გაუკეთა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 10 იან 2022, 17:46

    ხოდა ეგ ბოლო წუთებზე გაშვებული გოლებია რო ტიტულებს გვაკვარგვინებს, შარშან ერთადერთხელ მოგვეცა ჩემპიონატის მოგების შანსი და საკუთარ მოედანზე გრანადას გავატანეთ თუ მალაგას ეგეც აღარ მასოვს სიმწრისგან. გუშინ მოგებული თამაში 2 წუთში გავუშვით ხელიდან, არადა ვიძახოდი ვერც ბეტისი მოიგებს ვერც ატლეტიკო და მესამეზე გადასვლის შანსი გვაქვს მეთქი. მართლაც ვერ მოიგეს ვერცერთმა, მაგრამ სოსიედადმა არ წააგო და ჩვენ რო მესამეზე უნდა გადავსულიყავით საბოლოოდ მე-6-ზე დავრჩით. ჩავიმ როგორმე უნდა დაარწმუნოს ესენი რო თამაში 90+2,4 წუთი გრძელდება და თამაშში მსაჯის სასტვენამდე არ გაჩერდნენ. სხვანაირად არანაირ ტიტულზე ლაპარაკი არ იქნება.

  • Davita
    schedule 10 იან 2022, 02:02

    ციტატა: Kun agüeroooo
    რამდენი ლანძღავდა დანის ვერაფერსაც ვერ იზავსო ბრაზილიის ჩემპიონატიდან წამოსულიო ესაო ისაო აშკარად არიცნობს ან არიციან დანი ვინაა


    რა ჩემფეხებს შვება მერე? ან რაუნდა ქნას 38 წლის კაცმაა? უბრალოთ იმდენი უნიჭო და უკლასო ხალხია თავმოყრილი ბარსაში რომ დანი სულაც 50 წლისა იყოს მაინც ამათზე უკეთესი გამოჩნდებოდა.. შეუშვი აბა ლივერპულში რეალში ბაიერნში სიტიში ვერსად განაცხადში ვერ მოხვდება

  • shu1987
    schedule 09 იან 2022, 19:57

    ალვესი რომ მაღალი დონეა მაგაზე არავინ იკამათებს, თუმცა გრანადასთან გამოჩნდა რომ ფლანგზე მაგის იმედად დიდ თამაშებში უაზრობაა იყოს გუნდი, ტიპს ბევრჯერ გაცდენ და დაკარგა პოზიცია.

  • azulgerana
    schedule 09 იან 2022, 18:15

    ციტატა: Kun agüeroooo
    რამდენი ლანძღავდა დანის ვერაფერსაც ვერ იზავსო ბრაზილიის ჩემპიონატიდან წამოსულიო ესაო ისაო აშკარად არიცნობს ან არიციან დანი ვინაა


    არავინ არ ლანძღავდა. აი ხავის და ლაპორტას კი გუშინდელიდან წყალი შეუდგათ.

  • Kun agüeroooo
    schedule 09 იან 2022, 17:51

    რამდენი ლანძღავდა დანის ვერაფერსაც ვერ იზავსო ბრაზილიის ჩემპიონატიდან წამოსულიო ესაო ისაო აშკარად არიცნობს ან არიციან დანი ვინაა

  • gecheche
    schedule 09 იან 2022, 17:28

    სტანდარტულებზე დაცვის დროს ძაან გვიჭირს გამოსწორებადია ეგ მთავარია გუნდი შეიკრას ყველა ჯანმრთელად იყოს მაგიტოა რეალი ასე კარგად რო თამაშობს ძირითადი კამანდა ყავს და აწყობილია საათივით ყველა რგოლი ეგ პრობლემა არი ახლა ბარსაში ფიზიკურად ძირითადი გუნდით ვერ ვაბამთ გამაშებს შარშან ყველა რკ ჯანზე იყო მაშინ დაიწყეს თამაში შეიკრა გუნდი და მაგრად ათამაშდნენ ეგ უნდა მოგვარდეს მალე