workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: ალექს კოლიადო გრანადაში ითამაშებს

ოფიციალურად: ალექს კოლიადო გრანადაში ითამაშებს

“ბარსელონამ” ახლახანს ოფიციალურად დაადასტურა, რომ ალექს კოლიადო სეზონის დარჩენილ ნაწილს იჯარით “გრანადას” შემადგენლობაში გაატარებს. 

შეთანხმება აქამდეც მიღწეული იყო, თუმცა დოკუმენტაციასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ფეხბურთელს “გრანადას” მაისურით თამაში არ შეეძლო, ახლა კი ეს პრობლემა მოიხსნა და შესაძლოა, ახალ კლუბში მისი დებიუტი ხვალ, სწორედ “ბარსელონას” წინააღმდეგ შეხვედრაში შედგეს. 

კონტრაქტში გამოსყიდვის უფლება მითითებული არაა და ახალგაზრდა შემტევი “ბარსას” სეზონის ბოლოს დაუბრუნდება. დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჩავი ერნანდესმა განაცხადა, რომ კოლიადოს არყოფნის გამო წუხს და იმედი გამოთქვა, რომ ის “ბლაუგრანას” მალე დაეხმარება. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 08 იან 2022, 16:12
    #3

    და მერე ამდენი ხანი გაუფორმებელი იყო და დღეს მოუნდა ბარსას მაგის საბუთების დროულად მიწოდება, ერთი დღე ვეღარ მოითმინეს. ისწავლონ რამე სხვა კლუბებისგან, არავინ ასე არ მოიქცეოდა. არც რეალი და არც ატლეტიკო, მითუმეტეს პსჟ თუ ბაიერნი.

  • azulgerana
    schedule 07 იან 2022, 23:20
    #2

    საწყალი როგორ დაჩაგრა ცხოვრებამ

  • El pistolero 9
    schedule 07 იან 2022, 21:36
    #1

    იმედია არ მოუწევს ბარსასთან თამაში