workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ESPN: ფლორენტინო პერესს სურს, ჰოლანდმა ბარსელონაში ითამაშოს

ESPN: ფლორენტინო პერესს სურს, ჰოლანდმა ბარსელონაში ითამაშოს

ერლინგ ჰოლანდისთვის ბრძოლაში “ბარსელონას” მთავარ კონკურენტად მადრიდის “რეალი” მიიჩნევა. ფლორენტინო პერესის კლუბის ძირითადი სატრანსფერო სამიზნე კილიან მბაპეა, მასთან ერთად ნორვეგიელი სუპერვარსკვლავის შეძენა კი გუნდის შემადგენლობას ფაქტობრივად უკონკურენტოს გახდის, თუმცა “რეალის” პრეზიდენტს განსხვავებული გეგმა აქვს – ამბობს ჟურნალისტი ხორხე რამოსი ESPN-ის ეთერში. 

რამოსის თქმით, პერესი სიტუაციას კომერციული თვალსაზრისით განიხილავს და თვლის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მისი კლუბისთვის ორივე ფეხბურთელის დამატებაზე უფრო მომგებიანი ის იქნება, თუ “რეალი” მბაპეს გაიფორმებს, ჰოლანდი კი “ბარსელონაში” გადავა. 

მესისა და რონალდუს წასვლის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონატის რეიტინგი საგრძნობლად დაეცა და “ბარსა”-“რეალის” დაპირისპირება ბევრი გულშემატკივრისთვის ისეთივე აღტაცებას ვეღარ იწვევს, როგორც რამდენიმე წლის წინ, პერესი კი თვლის, რომ ახალი პაექრობა “ელ კლასიკოთი” დაინტერესებას მნიშვნელოვნად გაზრდის, ამით კი ორივე კლუბი იხეირებს.

ერლინგ ჰოლანდის შეძენა ლა ლიგის გრანდების გარდა “მანჩესტერ სიტის”, “პარი სენ-ჟერმენსა” და “ბაიერნს” სურთ. თითქმის გადაწყვეტილია, რომ 21 წლის თავდამსხმელი დორტმუნდის “ბორუსიას” მომდევნო ზაფხულში დატოვებს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (16)

  • nika 54
    schedule 08 იან 2022, 16:24

    ხო აბა, უძილობა ჭირს პერესს, ბარსა ცოდოა -ო უნდა გავატანო ჰოლანდიო. ვინ წერს ამას, ალბათ რეალის მაქებარი პრესა.

  • datio
    schedule 07 იან 2022, 22:30

    მთელი წელია მაგას ვიძახი.
    პრემიერ ლიგა ისედაც კომერციულად მიმზიდველია. ლალიგას კი მხოლოდ ბარსა-რეალის ტიტანური შერკინება დაუბრუნებს რეიტინგს…
    ჰოდა, შესაბამისად არა მხოლოდ ბარსა-რეალს არამედ სერიოზულ სპონსორებსა და სპორტულ თუ ფინანსურ ჯგუფებს ეკონომიკურად აინტერესებთ ჰოლანდის და მბაპეს დაპირისპირება

  • El pistolero 9
    schedule 07 იან 2022, 21:01

    არამგონია ჰოლანდს მბაპესთან ერთად სურდეს თამაში

  • me da barca
    schedule 07 იან 2022, 20:37

    "ფლორენტინო პერესს სურს, ჰოლანდმა ბარსელონაში ითამაშოს."

    ოო ყოვლის შემძლე, დიდო პერესს, მადლობა ამ სურვილისთვის. მადლობა, რომ არ გაწირე ბარსელონა. მადლობა, რომ პატარა ხორცის ნაჭერი ჩვენც გადმოგვიგდე.

  • La Pulga10
    schedule 07 იან 2022, 19:28

    ციტატა: Kun agüeroooo

    ციტატა: VanillaDream

    ციტატა: Kun agüeroooo
    არვიცი ეს ტიპი რას შვება ბუნდესლიგაში და რას აკეთებს დორტმუნდთან ერთად მაგრამ ის ვიცი რომ მესის შემცვლელი ვერასდროს ვერ გახდება ამის ტექნიკა და მოტყუებული ფეხბურთელი ჯერ არ მინახავს პასზზე რო არაფერი ვთქვა დიდად არ მხიბლავს ამის გადმოსვლა თუ გადმივა ეგეც საკითხავია რათქმაუნდა😀 უფრო კრეატიული ფეხბურთელი გვინდა მოედნის ხედვა რომ ქონდეს


    ხოოოო არ უყურებ თამაშებს აშკარად. უჭკვიანესია, ტექნიკას ვერ დაუწუნებ, უსწრაფესია, თავზე კარგად თამაშობს, ორივე ფეხს კარგად ხმარობს, გოლეადორია, ასისტებსაც აკეთებს აქა იქ და რააც მთავარია არაფრიდან გოლის შექმნა შეუძლია. მეტი რა გინდა რო ქნას?? ამაზე მაგარს ვერავის იყიდიან და უეჭველი უნდა მოიყვანონ. ბუნდესლიგა თუ არ იცი ჩემპიონთა ლიგას მაინც შეხედე და მიხვდები რაების კეთება შეუძლია ჰოლანდს.


    ბუნდეს ლიგასაც ვუყურებ ჩემოძმაო და ლიგა 1 არვამბობ რო უნიჭოათქო და უვარგისითქო უბრალოდ არაა ბარსას სტილის მბაპე ბევრად მირჩევნია უფრო მრავალმხრივია როგორც ფლანგზე და ცენტრშიც ძაან მაგარია რ
    აც შეეხება ჰალანდს საჯარიმოს კაცია მომენტებს იყენებს 99% ეგა და ეგ შემქმნელი არაა ამაზე იმედია ვთანხმდებით😀


    ეუფ მბაპე მეც მირჩევნია,მარა ჰოლანდს,რატომ აწერ მესის?სად ერეკლე სად ჩემიო ხო გაგიგია?ჰოლანდი არის სუფთა 9-იანი სასწაული გოლის ალღოთი,ბურთი მიე და გოლია,ნებისმიერი სიტუაციიდან იტანს მეტი რა გინდა.ფიზიკა სასწაული,აზროვნება აქვს და ტექნიკაც გაბარიტებთან შედარებით მშვენიერი,ყბელაზე მაგარი რაც გააჩნია მენტალოტეტია ეგეთი ფეხბურთელი გვინდა ზუსტად.ბურთის ამტანი კიდევ გამოგვიჩნდა აგერ გავი.ფერანსაც შეუძლია და იდეაში ფატისაც,ამათ გარდა პედრი და ნიკოც კარგად ფლობენ ბურთს.რეალიზაციაში ყველაზე ცუდი სატისტიკა გვაქვს მგონი,ამიტომ,ვფიქრობ,ზუსტად ეგეთი ფეხბურთელი გვინდა.

  • xavi73
    schedule 07 იან 2022, 19:22

    საღოლ მართლა ამას თუ ხვდება ,ეს პატარა ღლაპი რეალის ფანები ვერ მოხვდებიან მარა იმედია მართლა ასე მოხდება

  • Kun agüeroooo
    schedule 07 იან 2022, 19:22

    ციტატა: rivaldo80
    რეალი შარშანაც დარწმუნებული იყო მბამპე უკვე გუნდში ყავდათ 😂😂😂 ჯერ გადმოვიდეს მერე იმსჯელონ ჯობია.ჰალანდი კიდე წავა სადაც გადახუდიან 50 მილიონს და გაიტანს იმის მეოთხედს რასაც იმ სამოყვარულო ლიგაში იტანს


    მაგას ვამბობ მეც

  • rivaldo80
    schedule 07 იან 2022, 19:20

    რეალი შარშანაც დარწმუნებული იყო მბამპე უკვე გუნდში ყავდათ 😂😂😂 ჯერ გადმოვიდეს მერე იმსჯელონ ჯობია.ჰალანდი კიდე წავა სადაც გადახუდიან 50 მილიონს და გაიტანს იმის მეოთხედს რასაც იმ სამოყვარულო ლიგაში იტანს

  • Kun agüeroooo
    schedule 07 იან 2022, 19:19

    ციტატა: VanillaDream

    ციტატა: Kun agüeroooo
    არვიცი ეს ტიპი რას შვება ბუნდესლიგაში და რას აკეთებს დორტმუნდთან ერთად მაგრამ ის ვიცი რომ მესის შემცვლელი ვერასდროს ვერ გახდება ამის ტექნიკა და მოტყუებული ფეხბურთელი ჯერ არ მინახავს პასზზე რო არაფერი ვთქვა დიდად არ მხიბლავს ამის გადმოსვლა თუ გადმივა ეგეც საკითხავია რათქმაუნდა😀 უფრო კრეატიული ფეხბურთელი გვინდა მოედნის ხედვა რომ ქონდეს


    ხოოოო არ უყურებ თამაშებს აშკარად. უჭკვიანესია, ტექნიკას ვერ დაუწუნებ, უსწრაფესია, თავზე კარგად თამაშობს, ორივე ფეხს კარგად ხმარობს, გოლეადორია, ასისტებსაც აკეთებს აქა იქ და რააც მთავარია არაფრიდან გოლის შექმნა შეუძლია. მეტი რა გინდა რო ქნას?? ამაზე მაგარს ვერავის იყიდიან და უეჭველი უნდა მოიყვანონ. ბუნდესლიგა თუ არ იცი ჩემპიონთა ლიგას მაინც შეხედე და მიხვდები რაების კეთება შეუძლია ჰოლანდს.


    ბუნდეს ლიგასაც ვუყურებ ჩემოძმაო და ლიგა 1 არვამბობ რო უნიჭოათქო და უვარგისითქო უბრალოდ არაა ბარსას სტილის მბაპე ბევრად მირჩევნია უფრო მრავალმხრივია როგორც ფლანგზე და ცენტრშიც ძაან მაგარია რ
    აც შეეხება ჰალანდს საჯარიმოს კაცია მომენტებს იყენებს 99% ეგა და ეგ შემქმნელი არაა ამაზე იმედია ვთანხმდებით😀

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 07 იან 2022, 19:19

    Kun agüeroooo,
    9 იანია სხვათაშორის 😒

  • Zurab Gviniashvili
    schedule 07 იან 2022, 19:05

    ციტატა: Kun agüeroooo
    არვიცი ეს ტიპი რას შვება ბუნდესლიგაში და რას აკეთებს დორტმუნდთან ერთად მაგრამ ის ვიცი რომ მესის შემცვლელი ვერასდროს ვერ გახდება ამის ტექნიკა და მოტყუებული ფეხბურთელი ჯერ არ მინახავს პასზზე რო არაფერი ვთქვა დიდად არ მხიბლავს ამის გადმოსვლა თუ გადმივა ეგეც საკითხავია რათქმაუნდა😀 უფრო კრეატიული ფეხბურთელი გვინდა მოედნის ხედვა რომ ქონდეს


    მესი სხვა ტიპის ფეხბურთელია ეს სულ სხვა. ეს კაცი შეიძ₾ება შევადაროთ ზლატანის ნაირ ფეხბურთელს.. ასე რომ თუ იშრომებს ზლატანზე უკეთესი გახდება

  • Golden boy
    schedule 07 იან 2022, 18:55

    ლოგიკურად რომ მიყვე ასეა, მაგრამ პერესი ის კაცი არაა რო ვინმეს რამე დაუთმოს მითუმეტეს ბარსას, უბრალოდ ჰოლანდი არ წავა ისეთ გუნდში სადაც თვითონ არ იქნება უპირობო ლიდერი.

  • NEYBarca
    schedule 07 იან 2022, 18:55

    ციტატა: Kun agüeroooo
    არვიცი ეს ტიპი რას შვება ბუნდესლიგაში და რას აკეთებს დორტმუნდთან ერთად მაგრამ ის ვიცი რომ მესის შემცვლელი ვერასდროს ვერ გახდება ამის ტექნიკა და მოტყუებული ფეხბურთელი ჯერ არ მინახავს პასზზე რო არაფერი ვთქვა დიდად არ მხიბლავს ამის გადმოსვლა თუ გადმივა ეგეც საკითხავია რათქმაუნდა😀 უფრო კრეატიული ფეხბურთელი გვინდა მოედნის ხედვა რომ ქონდეს


    მაგ ფუნქციას გავი შეასრულებს 2-3 წელიწადში 🙂 ფორვარდს ეგ არ ევალება 🙂

  • Kun agüeroooo
    schedule 07 იან 2022, 18:53

    არვიცი ეს ტიპი რას შვება ბუნდესლიგაში და რას აკეთებს დორტმუნდთან ერთად მაგრამ ის ვიცი რომ მესის შემცვლელი ვერასდროს ვერ გახდება ამის ტექნიკა და მოტყუებული ფეხბურთელი ჯერ არ მინახავს პასზზე რო არაფერი ვთქვა დიდად არ მხიბლავს ამის გადმოსვლა თუ გადმივა ეგეც საკითხავია რათქმაუნდა😀 უფრო კრეატიული ფეხბურთელი გვინდა მოედნის ხედვა რომ ქონდეს

  • La Pulga10
    schedule 07 იან 2022, 18:37

    ამის ხელფასი პერესმა იხადოს laughing

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 07 იან 2022, 18:35

    არის სიმართლის მარცვალი ESPNს ამ სტატიაში