workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონამ მანჩესტერს მარსიალის თაობაზე მიმართა

ბარსელონამ მანჩესტერს მარსიალის თაობაზე მიმართა

“ბარსელონა” “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელის, ენტონი მარსიალის შეძენით ინტერესდება. 

ფრანგი ჟურნალისტის, ჟულიენ მეინარის ინფორმაციით, “ბლაუგრანამა” და “იუვენტუსმა” “წითელ ეშმაკებთან” მარსიალის იჯარით აყვანის შესაძლებლობა განიხილეს. კლუბები ფეხბურთელის აგენტსაც დაუკავშირდნენ.

ჟურნალისტის ცნობით, 26 წლის შემტევს “მანჩესტერის” დატოვება სურს და “სევილიაში” გადასვლაზე თანახმაა, თუმცა ანდალუსიელთა შეთავაზება ინგლისური კლუბისთვის დამაკმაყოფილებელი არ აღმოჩნდა.

რამდენიმე დღის წინ დაიწერა, რომ “ბარსელონა” “ოლდ ტრაფორდზე” უსმან დემბელეს გაუშვებდა, სანაცვლოდ კი “იუნაიტედი” მარსიალს დათმობდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • El pistolero 9
    schedule 07 იან 2022, 17:20

    მე პირადად მორატას ეს მირჩევნია

  • nika 54
    schedule 07 იან 2022, 16:22

    მოკლედ ვინც ვიყიდეთ ვერ ვარეგისტრირებთ და კიდევ ახლებს ვეძებთ საყიდლად?

  • M10 S9 D11
    schedule 07 იან 2022, 15:17

    თავის დროზე რა მაგარი იყო და მაგრად მევასებოდა ეხლაც მევასება მარა ჩამქრალია ამის მოყვანას ხულიან ალვარესი მოიყვანონ

  • EL MAESTRO 6
    schedule 07 იან 2022, 10:42

    კაით ახლა რა მარსიალი, ზიეჩი იჯარით ურიგო არ იქნებოდა

  • Davita
    schedule 07 იან 2022, 01:20

    რა მარსიალი, საგინებლად დემბელე დეიონგებიც მყოფნის, მანჩედან მხოლოდ რაშფორდის ან კავანის დამატება ღირს