workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ეზალზულის ძმა: აბდე სხვა ქვეყნის ნაკრებში არ ითამაშებს

ეზალზულის ძმა: აბდე სხვა ქვეყნის ნაკრებში არ ითამაშებს

“ბარსელონას” ახალგაზრდა თავდამსხმელი რამდენიმე კვირის წინ მაროკოს ეროვნულ ნაკრებში პირველად გამოიძახეს, თუმცა ოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობა ჯერ არ მიუღია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ესპანეთის ნაკრებში თამაშიც შეუძლია.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ 20 წლის ფეხბურთელი სწორედ “ფურია როხას” აირჩევდა, რადგან მაროკოელები მას აფრიკის თასიდან არ ათავისუფლებდნენ, თუმცა ამ ცნობას აბდეს ძმა, მოჰამედ ეზალზული გამოეხმაურა და ეჭვები გაფანტა.

ჩემი ძმა შეშლილი მაროკოელია და, მაროკოს გარდა, სხვა ნაკრების ღირსებას არ დაიცავს. აფრიკის თასზე უარის თქმა და “ბარსელონას” შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება, გრძელვადიან პერსპექტივაში, მასა და ეროვნულ ნაკრებს სარგებელს მოუტანს. 

ცნობილი არაა, გაემგზავრება თუ არა ეზალზული აფრიკის თასზე, თუმცა დანამდვილებით ვიცით, რომ მას კორონავირუსი აქვს და ჯერჯერობით თამაშს ვერც ნაკრებში და ვერც კლუბში ვერ მოახერხებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 05 იან 2022, 20:01

    უბედურება ის იქნება რომ აფრიკის კონტინენტზე ყველა გათამაშება ზამთარში ჩატარდება და ეს პირველი სეზონი არ იქნება როცა ბევრი თამაშის გაცდენა მოუწევს.

  • EL MAESTRO 6
    schedule 05 იან 2022, 19:37

    ახლა ისეთი პერიოდია რომ აქ არის საჭირო გუნდისთვისაც და მისთვისაც, ზოგადად სხვა დროს ესპანეთი არ უნდა აირჩიოს

  • El pistolero 9
    schedule 05 იან 2022, 19:22

    ახლა ითამაშოს აქ და საერთოდ არ მაინტერესებს რომელ ნაკრებში ითამაშებს

  • me da barca
    schedule 05 იან 2022, 18:23

    მიდის ზეწოლა ესპანეთი, რომ არ აირჩიოს. თვითონ ვერ იტყვის, მის ნაცვლად ძმამ და მწვრთნელმა, რომ არ ილაპარაკოს.