ჩავი ერნანდესმა “ბარსელონას” სამედიცინო პერსონალში კიდევ ერთი ცვლილება განახორციელა.
Sport-ის ჟურნალისტის, ტონი ჟუანმარტის ინფორმაციით, “ბარსამ” თანამდებობიდან ფიზიოთერაპევტი, ხავიერ ელაინი გაათავისუფლა, რომლის გაშვებაც სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელად რიკარდ პრუნას დანიშვნას მოჰყვა.
წყაროს თანახმად, ელაინი ბოლო თვეების განმავლობაში ანსუ ფატისთან, უსმან დემბელესა და სერჟი რობერტოსთან მუშაობდა და გამოჯანმრთელების პროცესში ეხმარებოდა. დემბელე მოედანზე ერთი თვის წინ დაბრუნდა და ტრავმა ჯერ არ მიუღია, ფატი გამოჯანმრთელების ბოლო ეტაპზეა, მესამე კაპიტანმა კი ცოტა ხნის წინ ოპერაცია გაიკეთა და კიდევ დიდხანს იუქმებს.

რას ერჩით, დემბელე კი მოურჩენია. თუმცა ეხლა უკვე მაგაზე ეკუთვნის სასჯელი რო არ დააინვალიდა ის აფერისტი.
ბართომეოს მოყვანილთაგან ყველა გასაშვებია, თვითონ კი მოშორდა გუნდს მაგრამ მის კვალს დღემდე ვერ ვაქრობთ, მაგას მოვუხან ყველაფერი, ბართომეო ნეტა სადმე სახალხოდ დაჰკიდონ @ვერებით და თავქვსში ცეცხლი მიუნთონ, ძალადობის მომხრე ზოგადად არ ვარ მაგრამ ბართომეუ გამონაკლისია