workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონასა და დემბელეს საბოლოო შეხვედრა ორშაბათს შედგება

ბარსელონასა და დემბელეს საბოლოო შეხვედრა ორშაბათს შედგება

უსმან დემბელეს მომავალი ორშაბათს გაირკვევა. Diario AS-ის ინფორმაციით, “ბარსელონასა” და ფრანგი ფეხბურთელის წარმომადგენლების საბოლოო შეხვედრა სწორედ ამ დღეს გაიმართება. 

დემბელემ უნდა დაადასტუროს, რომ წასვლა ნამდვილად გადაწყვეტილი აქვს და კატალონიურ კლუბს საშუალება მისცეს, სხვა კლუბთან მოლაპარაკებები დაიწყოს. თუ ტრანსფერი იანვარში ვერ შედგება, მაშინ “ბლაუგრანას” მოუწევს, ისტორიაში მეორე ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე ზაფხულში უფასოდ დათმოს.

Sport-ის ცნობით, დემბელესა და მის აგენტს შეთანხმება ტურინის “იუვენტუსთან” მიღწეული აქვთ, ახლა კი პირობების შესადარებლად “პარი სენ-ჟერმენის” შემოთავაზებას ელიან.

“ბარსას” ხელმძღვანელები, ჩავი ერნანდესის ჩათვლით, ფეხბურთელზე განაწყენებულები არიან და თვლიან, რომ ახალ პროექტზე უარის თქმითა და კოლოსალური ხელფასის მოთხოვნით მან გუნდს უღალატა. 

თუ დემბელე ზამთარში ტრანსფერზე უარს იტყვის და უფასოდ წასვლას მოინდომებს, შესაძლოა, მას კლუბმა სეზონის ბოლომდე თამაშის უფლება აღარ მისცეს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • Albicelecte
    schedule 01 იან 2022, 18:54

    თან დგომაც რომ შიმპანზისებური აქვს rage

  • nika 54
    schedule 01 იან 2022, 18:04

    რატო აქ არ არის, ამას ასწავლიდნენ ზრდილობას და უფროსების პატივისცემას. ამას გულშემატკივრები მოუვლიდნენ, ესპანელი გულშემატკივრებივით კი არ დაუწყებდნენ შერცხვენას როგორც უმტიტისთან ქნეს. აულეწავდნენ თავპირს. და მორჩებოდა ამის კარიერა.

  • Iniesta_8
    schedule 01 იან 2022, 17:15

    ზამთარში თუ არ გაიყიდა მაშინ ვარჯიშებზე უნდა ალეწონ ერთი 6 თვიანი ტრავმით და მერე სად გადავა ვნახოთ. მაგას იმსახურებს ეს.

  • Impala
    schedule 01 იან 2022, 17:15

    რათ უნდა ტრიბუნაზე გადასმა. ათამაშეთ კიდე 1-2 თამაში და დაიმტვრევა და გადაჯდება თავისით. ფუ ვინც ამ დაქნეულს ფეხბურთელობა დააბრალა და ამხელა ფული მიაფშვნიტა.

  • Kun agüeroooo
    schedule 01 იან 2022, 16:40

    წავიდეს რაა

  • Albicelecte
    schedule 01 იან 2022, 16:31

    ციტატა: 《○BIG ĆULE○》
    გაყიდონ ამ ზამთარში არ ტრიბუნებზე ამოალპონ ზაფხულამდე, მერე ბოლო თამაში სასტარტოდან დააწყებინონ და 1 წლიან ტრამვას აიკიდებს უეჭველი თავისით


    თუ ეხლა არ ვერ გაყიდა ლაპოერტამ, მაშინ ეგ სცენარი ეკუთვნის…
    სეზონის ბოლოს სასტარტოდან რომელიმე უხეშ, ნაჯახ გუნდთან;
    ისე, რომ მინიმუმ 1 წელი უგუნდოდ ეგდოს და კაციშვილმა არ მიიწვიოს

  • EL MAESTRO 6
    schedule 01 იან 2022, 16:17

    გაყიდონ ამ ზამთარში არ ტრიბუნებზე ამოალპონ ზაფხულამდე, მერე ბოლო თამაში სასტარტოდან დააწყებინონ და 1 წლიან ტრამვას აიკიდებს უეჭველი თავისით

  • Albicelecte
    schedule 01 იან 2022, 16:17

    დაივიწყეთ ტერმინი: ძირადღირებული ფეხბურთელი;
    გუნდს უღალატა მაშინვე, როდესაც დაიკიდა სპორტული ფორმა და რეჟიმი, როდესაც გაუტკბა თამაშების გამოტოვება
    გუნდს უღალატა მაშინ, როდესაც დაიწყო მოედანზე ცანცარი
    წერტილი, ჯორის დაღრეცილ ნალში გაცვლას იმსახურებს rage