workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა ლაპორტის შეძენით ისევ ინტერესდება

ბარსელონა ლაპორტის შეძენით ისევ ინტერესდება

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ფერან ტორესის გაფორმების შემდეგ “ბარსას” რადარზე “მანჩესტერ სიტის” კიდევ ერთი ფეხბურთელია. კატალონიელებს დაცვის ემერიკ ლაპორტის ტრანსფერით გაძლიერება სურთ.

ლაპორტი “ბარსელონას” სამიზნე ზაფხულშიც იყო, მაგრამ კლუბის მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო გარიგება ვერ შედგა. სიტუაცია, შესაძლოა, მას შემდეგ შეიცვალოს, როცა კლუბს ფეხბურთელები დატოვებენ და ჩავი ერნანდესის გუნდის ფინანსები გაიზრდება. თანაც, წამსვლელთა შორის ორი ცენტრალური მცველია – სამუელ უმტიტისა და კლემან ლანგლეს გაშვების შანსი საკმაოდ დიდია, რაც ამ პოზიციის გაძლიერების საჭიროებას გააჩენს. 

ემერიკ ლაპორტს მიმდინარე სეზონში “სიტის” მაისურით უკვე 19 მატჩი აქვს ჩატარებული, რაც წინა ორი სეზონის მაჩვენებელზე მეტია. Transfermarkt 27 წლის ფეხბურთელს 45 მილიონ ევროდ აფასებს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (14)

  • Bakero
    schedule 01 იან 2022, 19:35

    ციტატა: M10 S9 D11
    ძაან მაგარი იქნება ამას თუ მოიყვანენ


    იმენნა დაგვხატავდა დაცვაში არაუხოსთან ერთად ! ვიღაცა მეათე ხარისხოვნებს რომ ეჩალიჩებიან ეს მოიყვანონ თუ მართლა რამის თავი აქვთ

  • M10 S9 D11
    schedule 01 იან 2022, 17:04

    ძაან მაგარი იქნება ამას თუ მოიყვანენ

  • nika 54
    schedule 01 იან 2022, 13:19

    ციტატა: I.S.
    ლაპორტა, დადე ლაპორტი,
    მინგესას ვასვათ კამპოტი,
    პიკეს, ლანგლეს და უმტიტის,
    უჩვენე შენი პასპორტი!


    პასპორტი თუ საჩვენებელი აქვს პირველ რიგში დემბელეს უნდა აჩვენოს.

  • El pistolero 9
    schedule 01 იან 2022, 03:53

    ერთი პერიოდი სტოუნზი ჩაჯდა ძირითადში და ამას არ ეძლეოდა დრო. მაგრამ მის მერე ეს და დიაში დგანან რასაც ვუყურებ და ამიტომ არამგონია სიტიმ იოლად დათმოს

  • ჯორჯ
    schedule 31 დეკ 2021, 23:11

    ესპანელებით და სამხრეთ ამერიკელებით უნდა ავავსოთ გუნდი და არა ჰოლანდიელებით ან ფრანგებით

  • Albicelecte
    schedule 31 დეკ 2021, 21:29

    ამას ნეპოტიზმი არ ჰქვია? მოგვარე გამოდის smiley smiley

  • rivaldo80
    schedule 31 დეკ 2021, 20:36

    იდეალური იქნებოდა

  • I.S.
    schedule 31 დეკ 2021, 20:15

    ლაპორტა, დადე ლაპორტი,
    მინგესას ვასვათ კამპოტი,
    პიკეს, ლანგლეს და უმტიტის,
    უჩვენე შენი პასპორტი!

  • .Gladiator.
    schedule 31 დეკ 2021, 18:45

    ზაფხულზე უნდა მოეყვანათ თუ უნდოდათ
    ახლა აღარ გამოუშვებს სიტი

  • Bakero
    schedule 31 დეკ 2021, 18:44

    მორატას და კიდევ ვიღაც მეათე ხარისხოვანი ხალხის მოყვანას აი ეს მოიყვანოს ლაპორტამ თუ აქვს რამის ერთი ადგილი მოელაპარაკოს გვარდიოლას მართლა კარგი ვარიანტია ჩვენთვის

  • torniket
    schedule 31 დეკ 2021, 18:21

    ესენი ესპანეთის ნაკრებს აწყობენ თუ რა თემაა?

  • XAVI 6-8
    schedule 31 დეკ 2021, 18:14

    ან რაღაც საოცარს გამოაცხობს ხავი ამ გუნდიდან ან ერთი 10 წელი კიდე ვიქნებით ერთ ადგილზე.

  • EL MAESTRO 6
    schedule 31 დეკ 2021, 18:06

    ლაპორტი მაგარი მცველია, ერთა ლიგის ფინალში მბაპეს ფეხი არ გაანძრევია

  • frenkie dejong21
    schedule 31 დეკ 2021, 18:05

    მგონი ესპანეთის ნაკრებს ვკრავთ