Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსელონა”, “ჩელსის” ფეხბურთელს, სესარ ასპილიკუეტას თვალს კვლავ ადევნებს.
კატალონიელები 32 წლის ფეხბურთელის გამოცდილებასა და უნივერსალურობას აფასებენ – მას თამაში როგორც მარჯვენა, ასევე ცენტრალურ მცველად შეუძლია.
ესპანელი უკანახაზელი მომავალ ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება, შესაბამისად, მისი დამატება უფასოდაა შესაძლებელი. კატალონიური გრანდი მზადაა, მოკლევადიან პერიოდში ასპილიკუეტას მოყვანა განიხილოს.

არ გვჭირდება, ბებრები არაფერში არაა საჭირო ისედაც გვყავს, ახალგაზრდები უნდა მოიხოდონ.
კაროჩე მანდაც დემბელეს ამბავია? მიდის თუ რჩება არც გუნდმა იცის და არც თვითონ?
თუ ხელს არ აწერს კონტრაკტს და წამოსვლა უნდა ისე მოვა აბრამოვიჩს არც შეეკითხება🙃
აზპი მაგარიაა მაგრემ დათმობს კი ჩელსი კაპიტანს?