ოფიციალური ინფორმაციით, “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელის, სერხიო აგუეროს პატივსაცემად, მისი სახელობის პრიზი შეიქმნა.
ამიერიდან, არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, კლაუდიო ტაპიას განცხადებით, კოპა არგენტინის საუკეთესო ბომბარდირისთვის გადასაცემი ჯილდო კუნ აგუეროს სახელობის იქნება.
აგუერომ კარიერა ცოტა ხნის წინ, გულის პრობლემების გამო დაასრულა. მან “ბარსაში” მხოლოდ 5 მატჩის ჩატარება მოასწრო და 1 გოლი (“რეალის” წინააღმდეგ) გაიტანა.

მარადონა ყავდათ და ახლა მესი არსებობს. ამის სახელობის ვითომ რატომ უნდა იყოს? ბოლოსდაბოლოს გაბრიელ ბატისტუტა ყავდათ "ბატიგოლად" წოდებული. მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მეგოლედ დასახელებული არგენტინელი.
იმსახურებს კუნი ყველაფერს❤
ვააა ვააა.რა რა იგრა აიწია
კარგია თუ აფასებენ, იმსახურებს კუნი დაფასებას