workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გარსიას ტრავმა სერიოზული არაა

გარსიას ტრავმა სერიოზული არაა

“სევილიასთან” ფრედ დასრულებულ შეხვედრაში “ბარსელონას” ცენტრალურმა მცველმა, ერიკ გარსიამ მოედანი ტრავმის გამო დატოვა. ესპანელმა ჟოან ჟორდანისგან ზურგის არეში დარტყმა მიიღო, რის გამოც გადაადგილება გაუჭირდა.

ექიმების თავდაპირველი შეფასება შემაშფოთებელი იყო – მედიკოსების ვარაუდით, 20 წლის ფეხბურთელს რამდენიმე კვირის გამოტოვება მოუწევდა, თუმცა შემდგომმა შემოწმებამ საპირისპირო აჩვენა.

AS-ის ჟურნალისტის, ხავი მიგელის ინფორმაციით, გარსიას დაზიანება სერიოზული არაა და ტკივილი ძლიერმა დარტყმამ გამოიწვია. 2-3 დღით დასვენება მისთვის სრულიად საკმარისი იქნება, რისთვისაც საშობაო არდადეგებს გამოიყენებს.

ასე რომ, ახალგაზრდა უკანახაზელი 28 დეკემბერს ვარჯიშს უპრობლემოდ დაუბრუნდება და 2 იანვარს, “მალიორკას” წინააღმდეგ, 2022 წლის პირველ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებასაც შეძლებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 23 დეკ 2021, 14:01

    ექიმების თავდაპირველი შეფასება შემაშფოთებელი იყო – მედიკოსების ვარაუდით, 20 წლის ფეხბურთელს რამდენიმე კვირის გამოტოვება მოუწევდა, თუმცა შემდგომმა შემოწმებამ საპირისპირო აჩვენა.
    კარგია რო ექიმები ისევ ცდებიან ოღონდ ეხლა დადებითი მიმართულებით.

  • EL MAESTRO 6
    schedule 22 დეკ 2021, 17:21

    ეს გამიხარდეს თუ მეწყინოს ვერ გამიგია🤔

  • El pistolero 9
    schedule 22 დეკ 2021, 16:43

    20 წლისაა და ჯერ მაინც პერსპექტიულ ახალგაზრდად ითვლება, მაგრამ რაც მოვიდა მის მერე ერთ ადგილს ტკეპნის, თუ არ მოუმატა გაუჭირდება ძაან. არაუხოსია ერთი ადგილი ძირითადში უეჭველი, ზაფხულში შეიძლება კრისტენსენი მოიყვანონ, პიკეც ჯერ არ ამთავრებს კარიერას და ამას არამგონია მეოთხე მცველობა უნდოდეს