ზაფხულში “ბარსელონას” პრიორიტეტი დორტმუნდის “ბორუსიას” ვარსკვლავის, ერლინგ ჰოლანდის დამატება იქნება, რომელზეც სერიოზული ბრძოლა იქნება გაჩაღებული, შესაბამისად, “ბარსასთვის” ტრანსფერის გაჩარხვა იოლი არ იქნება.
რთული ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, კატალონიელთა პრობლემა ფეხბურთელის სატრანსფერო თანხის გადახდა არ იქნება. ამის შესახებ Gol-თან საუბრისას Sport-ის ჟურნალისტმა, ლუის მასკარომ განაცხადა. მისი თქმით, პრობლემას, სახელფასო ხარჯებთან დაკავშირებით ლა ლიგის რეგულაციები ქმნის. მასკარომ დასძინა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, “ბლაუგრანა” 21 წლის ნორვეგიელისთვის ბოლო მომენტამდე იბრძოლებს.
სახელფასო ხარჯები “ბარსასთვის” მართლაც სერიოზული პრობლემაა. კლუბი ყველაზე მაღალ ანაზღაურებას ისეთ ფეხბურთელებს აძლევს, რომლებიც იშვიათად ან თითქმის არ თამაშობენ. კატალონიური გრანდი ამ საკითხის გადაჭრაზე ზრუნვას იანვრიდან დაიწყებს და პირველ რიგში სწორედ ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეების გაშვებას შეეცდება. ასეთები ფილიპე კოუტინიო და სამუელ უმტიტი არიან.




ამათი გაშვება მე მგონი შეუძლებელი ხდება, იმიტომ რომ არ ერთს ნამუსი არა აქვთ და სულ კიდიათ რომელი გუნდის მაისური აცვიათ, მთავარია ანგარიში ათეული მილიონებით შეევსოთ.
რომც მოვიდეს მარტო ვერაფერს იზამს სჯობს გუნდი ავაწყოთ ვიდრე ერთ კაცზე ვიდარდოთ
გაყარონ მერე გასაყრელები და გამონთავისუფლდება სახელფასო ჭერი
თუ ეს ვერ მოვიყვანეთ ვლაჰოვიჩი დაიდოს!!! ისე დარვინ ნუნიესიც მომწონს, ოსიმენიც კარგი ბიჭია, სებასტიან ალეც…
კოუტინიო, უმტიტი კიარა მინიმუმ 5-6 კაცია გასაშვები.
ამის ფული ბარსას მინიმუმ 2 წელი არ ექნება.მაშინ უნდა გაყიდოს ნახევარი გუნდი და ერთი ეს უნდა იყიდოს…ცარიელი ჭორებია ამ ჰოლანდზე.ლაპორტას არ აპატიებენ მარტო ეს რომ იყიდოს და ვერ გამართლოს გადაქგდებენ ეგრევეე.
არ მჯერა ამის ტრანსფერის და ვლაჰოვჩი მაინც არ დაკარგონ რა
ძაან ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება, ამ საიტს არ ვადანაშაულებ, მედია ერთს ავრცელებს და თვითოს ბარსელონას წარმომადგენლები მეორეს, ერთი ამბობს რომ ჰოლანდი კიარა სემიჩკის ფული არ გვაქო და მეორე ამბობს ჰოლანდის ფული აქვთ და ფეარ ფლეის პრობლემაა მარტოო, თუ მართლა ხელფასებზეა საქმე გაუშვან კოუტინიო, უმტიტი, დემბელე, ლენგლე, და ყველა ვისაც მაღალი ხელფასი აქვს და არ იმსახურებს, მაგრამ თუ ოთხეულში მოხვედრა გვინდა ამ ზაფხულში ტორესია მოსაყვანი, თან აუცილებლად, დემბელეს იმედზე ვერ იქნები, ძაან არეულობაა მოკლედ რა
ვლაჰოვიჩი მოიყვანონ ამის დევნაში ვერც ამას მოიყვანენ და ვლაჰოვიჩსაც სხვა წაიყვანს.
ეგ იმ შემთხვევაში თუ 4 ეულში შევალთ, ლიგაზე თუ გუნდი ვერ გავიდა ჰალანდი არ გადმოვა
ხოდა არავითარი ფერნან ტორესები და 200 წლის კავან მავანები. მოითმინინ ზაფხულამდე და მოიყვანონ ეს კაცი. ფლანგებიდან კიდე ფატი დემბელეც მშვენივრდ შეუტევს, თუ არ გაექცათ ეგეც ამ ზაფხულს. დემბელე თუ არა და არბენინონ დეპაი ფლანგზე ეგ ძალათ ფორვარდი ეგა