გავრცელებული ცნობების თანახმად, “ბარსელონა” მარჯვენა ფლანგის გასაძლიერებლად ნუსაირ მაზრაუის კანდიდატურას განიხილავს.
როგორც ჟერარ რომეროს იტყობინება, “ბარსაში” გადმოსვლა თავად მაროკოელსაც სურს – მეტიც, მისი პრიორიტეტი მომავალ სეზონში კატალონიურ გრანდში თამაშია.
მაზრაუის “აიაქსთან” კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისს ეწურება, რაც ნიშნავს, რომ “ბლაუგრანას” მისი დამატება უფასოდ შეეძლება, სერჟინიო დესტის გაურკვეველი მომავლის ფონზე კი, ეს გარიგება საკმაოდ მისაღები ჩანს.

უფასოდ თუ მოიყვანენ, პატარა ხელფასზე ეგება გამოდგეს, თუმცა უკვე აღარავის იმედი არა მაქვს.
არ ვარგანან ეს აიაქსის ფეხბურთელები. ტენ ჰაგი აყომარებს გუნდურად. ინდივიდუალურად დაბალი დონის ფეხბურთელები არიან, ეს ჩანს როცა სხვა გუნდში გადადიან
რეალი რო ათრიეს მაშინ ეს იდგა და არა დესტი. თუ ყიდვა იყო ეს ეყიდათ და არა ის შიბაქი თავიდანვე არ ჯობდა
ეგრე აიაქსში დესტიც მაგარი იყო და დეიონგიც მარა ჩვენთან რა ჭირით? ამათ ისევ ბებერი დანი ალვესი მირჩევნია დესტს და მაზრაუის მინიმუმ ორი სეზონი ჯიბეში ჩაისვამს
დესტის დაბრუნება აიაქსისათვის ზაფხულში და ამისი უფასოდ წამოყვანა იქნებოდა იდეალური, არც მთლად უსინდისობა გამოვა ამსტერდამული გრანდის მიმართ, დესტი ხომ უნიჭიერესი ახალგაზრდაა, თანაც აიაქსის სკოლის აღზრდილი?!?!?!?
უფასოდ იდეალურია. კრისტენსენსაც იმედია დავითრევთ ზაფხულში. დესტს, მინგესას, ლენგლე-უმტიტის ააცმევინონ და შეიძლება გაიას ფულიც შეგროვდეს.
მუქთა იყოს, კუბო იყოს. ეს ლაპორტას დევიზია