ბოლო დღეებში “ბარსელონასა” და ერლინგ ჰოლანდს ერთმანეთთან აქტიურად აკავშირებენ.
Sport-ის ინფორმაციით, ჟოან ლაპორტამ, შესაძლოა, ნორვეგიელი ტალანტის შესაძენად Goldman Sachs-ის სესხის ნაწილი გამოიყენოს, რომელიც თავდაპირველად Espai Barça-სთვის იყო გათვლილი.
21 წლის თავდამსხმელის მოყვანა კლუბის შემოსავალს მაშინვე გაზრდის, რასაც ისიც ემატება, რომ კატალონიელთა დასახმარებლად არაერთი საინვესტიციო ფონდია მზად. აგრეთვე, მნიშვნელოვანი იქნება გუნდის წმენდაც, რომელიც უკვე დაანონსებულია.
არა მგონია ასე მარტივად იყოს ყველაფერი.
antonio,
მაგ ლოგიკით მადრიდიც ძალიან კარგი ქალაქია. თან იცი რომ იქ მოდრიჩი, კროოსი, ბენზემა დაგხვდება და აქ დეპაი , დესტი და ლენგლე. ბგადმოსახედიდან თუ ჰოლანდი ბარსას გულშემატკივარი არარის და ასარჩევად აქვს საქმე ბევრად კარგ მდგომარეობაში მყოფ რეალს აირჩევს. იმედია ბარსას აირჩევს მაგრამ მეეჭვება რაღაც
მინიმუმ სამი მიზეზის გამო 1. ქალაქ ბარსელონას გამო 2. ბარსელონა ბრენდია 3. მისი ეს ჩავარდნა დროებითია და სწორად გაკეთებული ორი-სამი ტრანსფერი დააბრუნებს ძველ სიმაღლეზე
მოვა
ბარსელონა მომენატრა, ჩემი ბარსელონა, ის სიძლიერე სახელშიც რო ჩანდა, ბარსელონა, დღეს ბარაელონა არაფერი აღარაა საერთოდ…. აღარც სახელი და აღარც ძალა… მაესტროს იმედი მაქვს რო დაუბრუნებს დიდებას ბარაელონას…..
მარტო უმტიტი,რობერტო, კოუტინიოს წასვლით გამოთავისუფლდება სახელფასო ფონდი ისე რომ არავის დამატების პრობლემა აღარ შეიქმნება ხელფასის კუთხით
კარებში უნდა ურტყავდეს ყველა , ყველას უნდა შეეძლოს გოლის გატანა. არ უნდა იყვნენ ჩამოკიდებული ერთ ფეხბურთელზე გოლის გატანისას.
ლიგა გავინაღდოთ მთავარია
ბარსა სულ არ სჭირდება ბევრი ფეხბურთელის მოყვანა. ტორესი და ჰოლანდია ან ვლახოვიჩის თუ მოიყვანენ თავდასხმის პრობლემა მოიხსნება, ნახევარდაცვაში არავინ გვჭირდება, დაცვაში ერთი მარჯვენა მცველი ,ალბას ზამენა, ერთი მარცხენფეხა ცენტრალურ მცველი თუ იქნება მთლად მაგარია. მთლად ოთხი ხუთი ფეხბურთელი! გასაშვებია ლენგლე უმტიტი კოუტინიო დესტი ლუკ დეიონგი, და თუ ფინანსური აპეტიტი არ დაიწყნარა დემბელე, ძალიან მაგარ გუნდს საწყობს ხავი!
არ მჯერა რომ ეს მოვა ამ დაქცეულ გუნდში და არც იმის რომ ამის საყიდელი ფული აქვთ. ვარსკვლავების მოყვანა არ გამოვა ეგრევე, ჯერ გუნდი უნდა მოძლიერდეს და მერე უნდა დაემატნონ ვარსკვლავები საჭირო პოზიციებს.