“ბარსელონა” ისტორიაში ყველაზე მასშტაბური პროექტის, “ესპაი ბარსას” განხორციელებას აპირებს, რომლის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი “კამპ ნოუს” რეკონსტრუქციაა. პროექტი, რომლის დაფინანსების გეგმაც 19 დეკემბერს უნდა დამტკიცდეს, სავარაუდოდ მომდევნო წელს ამოქმედდება და 2025 წელს დასრულდება.
ფერან რევერტერის განცხადებით, კლუბი მაქსიმალურად შეეცდება, “ბარსამ” “კამპ ნოუზე” რაც შეიძლება მეტი მატჩი გამართოს, თუმცა, როგორც Mundo Deportivo-მ გაარკვია, “ბლაუგრანას” მინიმუმ ერთი, კერძოდ 2023/24 წლების სეზონის განმავლობაში საშინაო მატჩების ჩატარება სხვა სტადიონზე მოუწევს.
ყველაზე რეალურ ვარიანტად, ალბათ, “ესტადიო იოჰან კრუიფზე” გადასვლა წარმოგიდგენიათ, თუმცა MD-ს ცნობით, ეს ვარიანტი გამორიცხულია. პირველი მიზეზი სტადიონის ტევადობაა – კლუბს მისი 5-ჯერ გაზრდა სურდა, თუმცა მხოლოდ 6000 გულშემატკივარი “ბლაუგრანასთვის” ძალიან ცოტაა, მეორე კი – სანტ-ჟოან-დესპის (ქალაქი, სადაც “ესტადიო ოიჰან კრუფი” მდებარეობს) მერის უარი.
წყაროს თანახმად, “ბარსა” “ჟირონას” საშინაო არენაზე, “მონტივილიზე” თამაშსაც გამორიცხავს, რადგან ქალაქი ბარსელონადან მოშორებით მდებარეობს. შესაბამისად, მხოლოდ ორი ვარიანტი რჩება – მონტუიკში მდებარე ოლიმპიური სტადიონი და “ესპანიოლის” “RCDE სთედიუმი”. პირველ მათგანზე თამაში ფიტნესთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან თანხებთანაა დაკავშირებული, რაც “ბარსას” არ აწყობს. ყველაზე რეალურ გამოსავლად “თუთიყუშების” საშინაო არენის ქიარობა რჩება.
MD-ს თანახმად, “ესპანიოლის” პრეზიდენტ ჩენ იანშენგის კეთილი ნების შემთხვევაში, საქმე მარტივად მოგვარდება, თუმცა რჩება მნიშვნელოვანი პრობლემა – “ბარსასა” და “ესპანიოლის” მეტოქეობის შესახებ კარგად მოგვეხსენება, შესაბამისად “თეთრ-ლურჯების” ქომაგები “ბარსასთვის” ხელის გამართვას არ მიესალმებიან, განსაკუთრებით ჟოან ლაპორტას გამო, რომელმაც “ესპანიოლთან” დაპირისპირებას მეტროპოლური დერბი უწოდა, რითაც მეტოქე გუნდი დააკნინა.
2023/24 წლების სეზონამდე ჯერ შორია. მანამდე “ბარსას” სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტა მოუწევს, სტადიონის საკითხი კი როგორმე მოგვარდება.

როგორც რეალმა ისე ჩვენ. მოედნების მეტი რა გვაქვს.
ესენი ასე თუ გააგრძელებენ მაგ სეზონში უკვე სეგუნდაში ვიქნებით