დღეს, “ბარსელონა” მარადონას თასზე “ბოკა ხუნიორსს” დაუპირისპირდება.
ჩავი ერნანდესმა აღნიშნული შეხვედრისთვის “ლურჯ-ბროწეულისფერთა” სასტარტო შემადგენლობა დაასახელა.
4-3-3 | ნეტუ; დესტი, გარსია, ლანგლე, ბალდე; ალვესი, პუჩი, კოუტინიო; დემირი, ჟუტგლა, ალვარო სანსი
აღსანიშნავია თერთმეტეულში დანი ალვესის მოხვედრა, რომელიც დაბრუნების შემდეგ ლურჯ-ბროწეულისფერ მაისურს პირველად მოირგებს. როგორც მოსალოდნელი იყო, მწვრთნელმა ბევრ ახალგაზრდას მისცა შანსი. ფერან ჟუტგლა და ალვარო სანსი “ბარსელონა ბ-ს” ფეხბურთელები არიან, რომელთაც პირველ გუნდში დებიუტი ექნებათ.
შეხვედრა საუდის არაბეთის დედაქალაქ ელ-რიადში სტადიონ “მრსულ პარკზე” გაიმართება და სტარტს თბილისის დროით 21:00 საათზე აიღებს.



ხო დევს აქ ლინკები.
https://redi1.soccerstreams.net/event/fc-barcelona-boca-juniors-live-stream/752677 ლინკი 🙂
მეც ეგ მაინტერესებს 🤔
Pirat❤️💙,
რატო ეს ოფიციალური მატჩი კიარაა
ანუ დემირი შეგვეტენა?🤮