workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დემბელეს აგენტს ბარსელონას ბოლო შეთავაზებისთვის ჯერ არ უპასუხია

დემბელეს აგენტს ბარსელონას ბოლო შეთავაზებისთვის ჯერ არ უპასუხია

გუშინ “ბარსელონამ” უსმან დემბელეს კონტრაქტის გაუმჯობესებული პირობები შესთავაზა, რომელიც ხელფასის გაზრდასა და ბონუსებს ითვალისწინებს.

TV3-ის ინფორმაციით, ფრანგი ფეხბურთელის აგენტს, მუსა სისოკოს აღნიშნული წინადადებისთვის ჯერ არ უპასუხია. დემბელეს წარმომადგენელს კლუბის მიერ შეთავაზებული პირობები არ აკმაყოფილებს და კონტრაქტის გახანგრძლივებას აჭიანურებს. უსმანს ინგლისური გუნდები ეპატიჟებიან, რომლებიც, ცხადია, გაცილებით უკეთეს ფინანსურ პირობებს სთავაზობენ.

წყაროს თანახმად, ყველაფრის მიუხედავად, “ბარსა” იმედოვნებს, რომ 24 წლის შემტევთან შეთანხმებას მალე მიაღწევს. კატალონიელები შეთავაზებული პირობების შეცვლას არ აპირებენ და ფრანგის პასუხს დაელოდებიან. 

დემბელეს კონტრაქტის ვადა 2022 წლის 30 იანვარს იწურება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • me da barca
    schedule 12 დეკ 2021, 12:35

    ერთადერთი სარგებელი ამისგან ისაა, რომ გაუხანგრძლივონ და მერე გაყიდონ და ფინანსურად იხეირონ. ყველა დანარჩენი არის ზარალი.

  • nika 54
    schedule 12 დეკ 2021, 08:54

    ამდენი უარის შემდეგ რატო აქვთ იმედი რო შეთანხმებას მალე მიაღწევენ? ორ კვირასაც გვაცდევინებს ეს და ამის აგენტი და მერე გვეტყვიან დავაი დასვიდანიას. და ვინ დათვლის რამდენი მილიონით გვაზარალა ამ ნაგავმა.

  • Chico
    schedule 12 დეკ 2021, 00:13

    ამიხსენით ერთი რას ხედავენ ამ დებილეს პიროვნებაში? რატომ ამდენი ლოიალობა და ხვეწნა-მუდარა? რა სარგებელი მოუტანა მან ბარსას და რა სარგებელი მიიღო ბარსასგან? ფინანსურად დაინგრა ბარსა ამ იდიოტის ჯერ ყიდვით და შემდეგ ხელფასით. მბაპეს ამჯობინეს როცა იყიდეს და ეხლაც ლაპორტა ამბობს მბაპეს ჯობიაო…. ხალხო გამოდის ჩვენ არავის არ გვესმის ფეხბურთის და ვერ ვარჩევთ ცუდ და კარგ ფეხბურთელს და მარტო ლაპორტა ხედავს სწორად?
    მესსი გაუშვა ამ ….. არ მინდა ვთქვა რაც ენაზე მადგას, იმიტომ, რომ ვერ ეტევაო ფინანსებშიო და დემბელეს ხელფასს უზრდის? რა ხდება ეს? რა ახსნა აქვს ამ კიდევ ერთ უცოდინარ საქციელს? იქნებ მე არ მესმის რაიმე? ამიხსენით ერთი……..
    მე მგონია, მარტო იმიტომ უნდა გაუხანგძლივოს კონტრაქტი, რომ მერე გაყიდოს და რაღაცა თანხა მაინც ამოიღოს და ნუთუ ჰგონია, რომ ასე ვინმეს მოატყუებს? ვერ ხდება, რომ თვითონ არის მოტყუებული? დიდ ხელფასს ჰპირდებიან ამ დებილს იმ პირობით, რომ ხელს არ მოაწერს კონტრაქტს 01 იანვრამდე და მერე მორჩა, რასაც უნდა იმას გააკეთებს.
    გუნდის უშედეგობას გაგებით ვეკიდები, მაგრამ ამდენ უმეცრებას და პოტეციურ ღალატს ვეღარ ვეგუები….. დავიჯერო ჩვენს მეტი არავინ გაყვირის ამის შესახებ? სიოსებს არ აწუხებთ ასეთი უსუსურობა და არაპროფესიონალიზმი?
    ისეთ პირი უჩანს, ესენი უარესს იზამენ ვიდრე ბართომეომ გააკეთა…. აგერ ვნახოთ

  • NEYBarca
    schedule 11 დეკ 2021, 23:13

    ხოდა ახალ წლამდე თუ არ მოაწერს და გაასხმევინონ.

  • vitorborbafereira
    schedule 11 დეკ 2021, 23:00

    ამ გუნდს აღარც თავმოყვარეობა შერჩა და აღარც პროფესიონალიზმი…

    არ უნდა დარჩენა და არ არსებობს მოთამაშე პროდუქტიული იყოს როცა წასვლა სურს…

    გაუშვით თქვე დედდდა აფეთქებულებო, ცუდის მეტი ამ ტიპს არაფერი მოუტანია გუნდისთვის

    ყველაზე მთავარია გუნდის შინაგანი განწყობა შეიცვალოს და ამ ნაგვების დატოვებით პირიქით უკან დგამენ ნაბიჯს

    ყველა მოთამაშეს განსაკუთრებით ძველებს წაგებულის მენტალიტეტი აქვთ სხვა შემთხვევაში ბავარიასთან ნახირივით და გაურკვეველი უპატრონო მიმართულებებით არ ირბენდნენ,

    უნდა გაყარონ ყველა, ან თუ ვერ გაუშვეს გუნდს უნდა მოაშორონ სულით ჩასვრილი ფეხბურთელები…

    გავი იმიტომ შეაქეს რომ კანიდან ამოძვრა და მსგავსი ტიპის მოთამაშეები გვჭორდება ვინც 5:0 ზეც იბრძოლებს

  • EL MAESTRO 6
    schedule 11 დეკ 2021, 22:48

    აი პროსტა რა ნამუსით წელავენ ასე, მადლობა თქვან ამ წურბელამ რომ იმ 4 წლის მერე კონტრაქტს უხანგრძლივებენ და საკალბასეში არ აბარებენ, ხოდა მორჩეს ეს აგენდი ერთი ადგილის თამაშს და თი იმ კალბასს დარჩენა უნდა ნუღა გაა@რაკებს