workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავისა და სამწვრთნელო შტაბს სჯერათ, რომ სიტუაცია რამდენიმე თვეში გამოსწორდება

ჩავისა და სამწვრთნელო შტაბს სჯერათ, რომ სიტუაცია რამდენიმე თვეში გამოსწორდება

Sport-ის ინფორმაციით, ჩავი და თავისი სამწვრთნელო შტაბი დარწმუნებულნი არიან, რომ გუნდში არსებული სიტუაციის გამოსწორება რამდენიმე თვეში შეუძლიათ, რისთვისაც რამდენიმე ტრანსფერი და რამდენიმე ფეხბურთელის გაშვება იქნება საჭირო.

აღნიშნული წყაროს ცნობით, 41 წლის სპეციალისტმა კლუბის ეკონომიკური მდგომარეობა კარგად იცის, რის გამოც ხელმძღვანელობას არარეალური სურვილების შესრულებას არ მოსთხოვს, თუმცა, მწვრთნელს რამდენიმე პოზიციის გამაგრება სჭირდება.

როგორც Mundo Deportivo იტყობინება, წამსვლელთა შორის მოწინავე პოზიციაზე ფილიპე კოუტინიო და სამუელ უმტიტი არიან – ჩავი მათ არ ენდობა და თანაც, სურს, სახელფასო ლიმიტი შეამციროს. ასევე, მოსალოდნელია, რომ გუნდი ოსკარ მინგესამ, სერჟინიო დესტმა და ლუკ დე იონგმა დატოვონ.

კატალონიური გამოცემის მტკიცებით, კლუბი მარკ-ანდრე ტერ შტეგენისა და ფრენკი დე იონგის თაობაზე მიღებულ შემოთავაზებებსაც განიხილავს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 11 დეკ 2021, 15:55

    რამდენიმე თვეში თუ მოახერხეს ლიგის ზონაში მოხვედრა უკვე კარგი იქნება. ვერც ჩავის გავამტყუნებთ ამას კუმანზე უფრო რთული სიტუაცია აქვს სასტავის მხრივ. ტრავმირებულები მოკლედ ლაზარეთში აღარ ეტევიან.

  • M10 S9 D11
    schedule 11 დეკ 2021, 14:32

    ფეხბურთელწბი თუ არ მიუყვანეს ვერაფერსაც ვერ გამოასწორებს

  • EL MAESTRO 6
    schedule 10 დეკ 2021, 22:12

    არა რამოდენიმე თვე ძაან ადრეა, მე ამ წელიწადში არაფერს არ ველოდები, თუ ყველა საჭირო ტრანსფერი დადეს ზამთარში და ზაფხულში მაშინ მომავალ წელს რამეს უნსა ველოდოთ

  • El pistolero 9
    schedule 10 დეკ 2021, 20:41

    გასაშვები ხალხი: ნეტუ, დესტი, მინგესა, უმტიტი, ლენგლე, რობერტო, კოუტინიო, ლუკ დეიონგი.
    მოსაყვანი: ფერანი და ერთი ცენტრალური მცველი ზამთარშივე. ტიაგოს დაბრუნებაზე დაიწერა და იდეალური ვარიანტი იქნება ზაფხულში მაგის და ჰოლანდის მოყვანა.

  • Andria
    schedule 10 დეკ 2021, 19:32

    უკვე დაიწერა რომ ჩავი ფრენკის არავითარ შემთხვევაში არ გაყიდის და ძალიან ძალიან ეიმედება ❤️🤩