ოფიციალური ინფორმაციით, “ბარსელონამ” და “გრანადამ” ალექს კოლიადოს იჯარის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს.
როგორც კატალონიური გრანდი იტყობინება, 22 წლის ფეხბურთელი “ლოს კარმენესზე” სეზონის ბოლომდე გადაბარგდება.
ალბერ როგეს ცნობით, იჯარა გამოსყიდვის უფლებას არ ითვალისწინებს, შესაბამისად, კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ ალექსი “ბლაუგრანაში” დაბრუნდება.
კოლიადო რობერტ მორენოს გუნდს მომავალ კვირაში შეუერთდება, თამაში კი იანვრიდან შეეძლება.
ახალგაზრდა შემტევს მიმდინარე სეზონში “ბარსას” მაისურით თამაშის უფლება არ აქვს, ვინაიდან, კლუბმა ის არ დაარეგისტრირა.


ვერც ამ განათხოვრებას მოაბამენ თავს და დარჩება მთელი წელი დაურეგისტრირებელი.
ეს ვინ ჯანდაბააა ვინისიუსი მოიყვანეთ!!
გუნდი რო ფეხბურთელს ვერ არეგისტირებს დაუდევრობის გამო . ნათლად არი ასახული მოედანზე ეგ სიტუაცია … ერთი ადილიყ არიან დასაკიდებლები … გუნდს მარტო სახელი დაუდტოვეს ესე ერთი ხელის მოსმით … წლების ნაშენები გაანადგურეს … ვინ იცის რამდენი ხანი დაჭირდება იგივე რელსებზე დაჯდომას …
პრობლემა ისაა, რომ არ დაარეგისტრირეს, თორემ ამ მომენტში გასაშვები იყო, რათა სათამაშო დრო მიეღო.
ხო ახლა შემტევები თავზე საყრელა გვყავს და რა საჭიროა ამისი დატოვება🤦♂️, საკადრო პრობლემები გვაქვს ისედაც, კაცი კაცზე გვეტრამვება და ესენი ლა მასიელ ტალანტს უშვებენ🤦♂️, იმედია არ წავა და შანსს მიიღებს, და გრანადაში თუ წავა ღირსები ვიქნებით რომ ამოგვტენოს პირადად კოლიადომ,პრინციპში ამათ რას ვერჩი კუმანია ამოსატენი
აი ესეთი ელემენტარული შეცდომები მაინც ხომ არაა გამოწვეული უფულობით ან სპორტული კუთხით რაც ამ ბიჭს დამართეს, ელემენტარულ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ და ვერ ხვდებიან სად არიან და რისთვის მუშაობენ.