ხვალ, თბილისის დროით 19:15 საათზე, “ბარსელონა” “რეალ ბეტისს” დაუპირისპირდება.
Sport-ის ინფორმაციით, ლეგენდარულ ჩილელ მწვრთნელს, მანუელ პელეგრინის, რომელიც ამჟამად სწორედ ანდალუსიური კლუბის თავკაცია, “ბარსასთან” არცთუ ისე კარგი შედეგები აქვს.
წყაროს თანახმად, კატალონიურ გრანდთან გამოცდილი სპეციალისტის სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება:
- “ვილიარეალთან” ერთად: 4 მოგება, 3 ფრე, 5 წაგება;
- “რეალთან” ერთად: 2 წაგება;
- “მალაგასთან” ერთად: 1 ფრე, 7 წაგება;
- “მანჩესტერ სიტისთან” ერთად: 4 წაგება;
- “ბეტისთან” ერთად: 2 წაგება.
ცნობისთვის, 2008 წელს, “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე, პელეგრინი ფრენკ რაიკაარდის შეცვლის მთავარი კანდიდატი იყო, თუმცა, შემდეგ რაც მოხდა, ყველამ კარგად ვიცით…

გვარდის ნაცვლად ეს, რომ დაენიშნათ, რამხელა ისტორიას ჩამოაჭრიდა ბარსას და რამდენ ტიტულს დაუკარგავდა.
მოუთბენლად ველი თამაშს და დარწმუნებული ვარ რომ გუნდი მართლაც წინა თამაშზე უკეთეს თამშს აჩვენებს და თანდათან განვითარდებს
იმედია მარტო სტატისტიკის იმედზე არ გავალთ მოედანზე.